Huawei ყოველწლიურად ცდილობს რაღაც ინოვაციურის შემოტანას თავის პროდუქციაში, არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი. 16 ოქტომბერს ჰუავეიმ წარმოადგინა ახალი სმარტფონები Mate 20, Mate 20 PRO, Mate 20X და Mate 20RS.

ყველა სმარტფონში დევს ჰუავეის უახლესი პროცესორი Kirin 980, რომელიც შესრულებულია 7 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით და გააჩნია ორმაგი ნეირონული ბლოკი, ასევე ჰუავეიმ შემოგვთავაზა განახლებული კამერა, მძლავრი ელემენტი და უახლესი ანდროიდი საფირმო EMUI-სთან ერთად.

დავიწყოთ პირველ რიგში მონაცემებით

Huawei Mate 20:

  • ეკრანი: 6,53” 1080 x 2244, 18.7:9 შეფარდებით, DCI-P3, HDR10, IP53 ეკრანის დაცვა მტვრისა და წვეთებისგან
  • პროცესორი: HiSilicon Kirin 980 (2 x 2.6 გეგაჰერცი Cortex-A76 & 2 x 1.92 გეგაჰერცი Cortex-A76 & 4 x 1.8 გეგაჰერცი Cortex-A55)
  • გრაფიკული დამმუშავებელი: Mali-G76 MP10
  • ოპერატიული მეხსიერება: 4/6 GB LPDDR4X
  • შიდა მეხსიერება: 128 გბ (შესაძლებელია გაზრდა ნანო ბარათით მეორე სიმის ნაცვლად)
  • მთავარი კამერა: 12 მპ, f/1.8, 27მმ (ფართე), ½.3”, 16 მპ, f/2.2, 17მმ (ულტრა ფართე, ხედვა 1200), 8 მპ, f/2.4, 52მმ (ტელეფოტო, ორმაგი ოპტიკური ზუმი), ოპტიკური სტაბილიზაცია OIS
  • წინა კამერა: 24 მპ, f/2.0, 26მმ (ფართე)
  • ელემენტი: 4000 მა/სთ სწრაფი დატენვით Huawei Supercharge (58% 30 წუთში)
  • კავშირი: 4G LTE 1.4 გბ/წმ-მდე სიჩქარით, USB Type C, Wi-Fi 8011ac, Bluetooth 5.0, NFC, infrared, 3,5 ყურსასმენის ჯეკი
  • უსაფრთხოება: თითის ანაბეჭდი
  • ზომები: 158.2 * 77.2 * 8.3 მმ, წონა 188 გრამი

 

Huawei Mate 20 PRO:

  • ეკრანი: 6,39” 1440 x 3120, 19.5:9 შეფარდებით, DCI-P3, HDR10, IP68 წყლისგან/მტვრისგან დაცვა (მაქსიმუმ 2 მეტრი სიღრმე და 30 წუთი)
  • პროცესორი: HiSilicon Kirin 980 (2 x 2.6 გეგაჰერცი Cortex-A76 & 2 x 1.92 გეგაჰერცი Cortex-A76 & 4 x 1.8 გეგაჰერცი Cortex-A55)
  • გრაფიკული დამმუშავებელი: Mali-G76 MP10
  • ოპერატიული მეხსიერება: 6/8 GB LPDDR4X
  • შიდა მეხსიერება: 128/256 გბ (შესაძლებელია გაზრდა ნანო ბარათით მეორე სიმის ნაცვლად)
  • მთავარი კამერა: 40 მპ, f/1.8, 27მმ (ფართე), 1/1.7”, PDAF/Laser AF, 20 მპ, f/2.2, 16მმ (ულტრა ფართე, ხედვა 1200), 8 მპ, f/2.4, 80მმ (ტელეფოტო, ხუთმაგი ოპტიკური ზუმი), ოპტიკური სტაბილიზაცია OIS
  • წინა კამერა: 24 მპ, f/2.0, 26მმ (ფართე)
  • ელემენტი: 4200 მა/სთ სწრაფი დატენვით Huawei Supercharge 2 (70% 30 წუთში), უსადენო დატენვა 15 ვატი, შებრუნებული უსადენო დატენვა (შეუძლია დატენოს სხვა მოწყობილობები ტელეფონმა)
  • კავშირი: 4G LTE 1.4 გბ/წმ-მდე სიჩქარით, USB Type C, Wi-Fi 8011ac, Bluetooth 5.0, NFC, infrared
  • უსაფრთხოება: ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდი და სახის 3დ სკანირება
  • ზომები: 157.8 * 72.3 * 8.6 მმ, წონა 189 გრამი

 

დამეთანხმებით და მონაცემები საკმაოდ კარგი ჩანს, საინტერესოა რეალურად როგორ გაართმევს თავს თავის საქმეს.

წინა მხარეს კუნძული Mate 20 PRO-ს ოდნავ დიდი აქვს, რადგან სახის სკანირება მეტი პატარა ვერ გამოდის სამწუხაროდ, სამაგიეროდ ახალი ტექნოლოგიის წყალობით სახის სკანერი მუშაობს მომენტალურად,  ასევე გვერდებში მოღუნული ეკრანიც საკმაოდ კარგად გამოიყურება.

მარცხნივ Mate 20, მარჯვნივ Mate 20 PRO

უკანა მხარე ორივეს თითქმის იდენტური აქვს, ერთი განსხვავება არის ის, რომ Mate 20-ს უკან აქვს თითის ანაბეჭდის სენსორი, ეს სენსორი Mate 20 PRO-ში გადატანილია წინა მხარეს, ეკრანის ქვეშ.

მარცხნივ Mate 20, მარჯვნივ Mate 20 PRO

LEICA-სთან თანამშრომლობით შექმნილი კამერაც არ არცხვენს ჰუავეის, ორივეს გააჩნია ოპტიკური ზუმი ხარისხის დაკარგვის გარეშე და მესამე, დამატებით კამერა ტელეფონს საშუალებას აძლევს ობიექტზე ფოკუსი გაასწოროს სულ რაღაც 2.5სმ დაშორებით!

კიდევ ერთი კარგი დეტალი კამერაში არის ის, რომ ხელოვნური ინტელექტი უფრო დაჭკვიანდა და საკმაოდ ბევრი სცენარის განსხვავება და ფერების მორგება შეუძლია და ასევე კამერას შეუძლია წინასწარ განსაზღვროს ობიექტის მოძრაობა, გაასწოროს ფოკუსი მოძრავ ობიექტზე და ხმის ჩაწერის ნაკადი მიმართოს ობიექტისკენ, ასევე დამატებულია კინოფორმატში ვიდეოს ჩაწერა 21:9 შეფარდებით და სხვადასხვა კინოსთვის მახასიათებელი ფერებით.

ძირითადი მახასიათებლები ორივე ტელეფონს აქვს ერთნაირი, ამიტომ გავაგრძელებ განსხვავებაზე საუბრით: როგორც უკვე აღვნიშნეთ Mate 20 PRO-ს თითის ანაბეჭდის სკანერი ჩაშენებული აქვს წინა მხარეს, ეკრანშივე, ასევე აქვს წყლისგან და მტვრისგან დაცვა სტანდარტით IP 68, ასევე ელემენტის დამუხტვის ახალი სტანდარტი SuperCharge 2.0 რომელიც ტელეფონს 70%-ზე ტენის 30 წუთში (შესანიშნავი შედეგია!), ასევე მხარდაჭერილია სწრაფი უსადენო დატენვა და შებრუნებული დატენვა, დიახ, თქვენ ტელეფონს შეუძლია დატენოს სხვადასვა მოწყობილობები (ტელეფონები, ყურსასმენები და ა.შ.) უსადენოდ! (მაგალითად შეგიძლიათ მეგობრის აიფონი დატენოთ როცა დასჭირდება 🙂 )

კიდევ ერთი სიახლე ჰუავეის ქონდა დამატებითი მეხსიერების ახალი სტანდარტი nanoSD რომელიც microSD-ზე ბევრად კომპაქტურია.

Mate 20-თან ერთად ჰუავეიმ ასევე წარმოადგინა პროშესთან თანამშრომლობით შექმნილი სმარტფონის RS ვარიანტი, რომელიც საკმაოდ კარგად გამოიყურება, მონაცემები იგივეა რაც Mate 20 PRO-ს ტოპ ვერსიის (8გბ ოპერატიული მეხსიერება, 256 გბ შიდა მეხსიერება), განმასხვავებელი ნიშანი არის უკანა მხარეს წითელი ან შავი ტყავის ხუფი შუაში შუშით.

Mate 20 RS
Mate 20 RS

ჰუავეის არც თამაშების მოყვარული ხალხი დავიწყებია და მათთვისაც წარმოადგინა Mate 20X უშველებელი, 7.2 დიუმიანი ეკრანით, მონაცემები იგივეა რაც უბრალო Mate 20-ის, უბრალოდ უფრო დიდი, 5000 მილიამპერიანი ელემენტით და გადახურებისგან დასაცავად ჰუავეიმ გამოიყენა განსაკუთრებული გაგრილების სისტემა თერმული მილის საშუალებით.

Huawei Mate 20X

საქართველოში წინასწარ ფასები არაა ცნობილი, როგორც კი გაირკვევა განახლდება ამავე სტატიაში, მანამდე კი ოფიციალური ფასები შემდეგია:

  • Mate 20 4 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 128 გბ შიდა მეხსიერებით ეღირება 799 ევრო და გაყიდვაში ჩაეშვება 16 ოქტომბრიდან
  • Mate 20 6 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 128 გბ შიდა მეხსიერებით ეღირება 849 ევრო და გაყიდვაში ჩაეშვება 16 ოქტომბრიდან
  • Mate 20 PRO 6 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 128 გბ შიდა მეხსიერებით ეღირება 1049 ევრო და გაყიდვაში ჩაეშვება 16 ოქტომბრიდან
  • Mate 20X 6 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 128 გბ შიდა მეხსიერებით ეღირება 899 ევრო და გაყიდვაში ჩაეშვება 26 ოქტომბრიდან
  • Mate 20 RS 8 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 256 გბ შიდა მეხსიერებით ეღირება 1695 ევრო და გაყიდვაში ჩაეშვება 16 ოქტომბრიდან
  • Mate 20 RS 8 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 512 გბ შიდა მეხსიერებით ეღირება 2095 ევრო და გაყიდვაში ჩაეშვება 16 ოქტომბრიდან