ილონ მასკი, მარსი და მსგავსი სიგიჟეები

ილონ მასკი – ადამიანი, რომელიც ოცნებობს მარსზე და მარსის კოლონიზაციაზე. ჯერ კიდევ 2000 წელს, სწორედ ამ მიზნით დააარსა კოსმოსური კომპანია SpaceX. მასკი იმედგაცრუებული იყო უდიდესი კოსმოსური სააგენტო NASA-ს გადადგმული ნაბიჯებით, ნასა ფაქტობრივად არაფერს აკეთებდა მარსის გამოსაკვლევად ან/და კოლონიზაციისთვის.

2000 წლის შემდეგ მასკმა ძალიან დიდ წინსვლას მიაღწია კოსმოსურ საქმიანობაში, შექმნა რამდენიმე წარმატებული სისტემა, რომელთა შორის არიან:

  • Falccon 1 – პირველი ორბიტალური რაკეტა;
  • Grasshopper – პატარა სატესტო რაკეტა;
  • Falcon 9 – ორბიტალური კლასის მრავალჯერადი რაკეტა-გადამზიდავი;
  • Dragon – კოსმოსური ტვირთმზიდავები პილოტირებული ხომალდის მიერთების პერსპექტივით, რომელიც მომავალში ნასას ასტრონავტებს გადაიყვანს ორბიტაზე.
  • Falcon Heavy – უმძიმესი რაკეტა-გადამზიდავი, რომელმაც იმოგზაურა კოსმოსში, წაიღო ილონ მასკის კუთვნილი ელექტრომობილი ტესლა, რომელშიც მომავლის სკაფანდრში გამოწყობილი მანეკენი ზის.
მასკის ელექტრომობილი კოსმოსში

რეალობაში მარსი არც ისეთი მარტივი „მოსათვირიენებელია“, ეს არის უდიდესი უდაბნო, რომელიც არც ერთ შეცდომას არ გპატიობს და დაშორებულია დედამიწიდან 225 მილიონი კილომეტრით. პლანეტაზე პატარა ხომალდის დასასმელადაც კი ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, ახლა წარმოიდგინეთ რამდენად რთულია მასზე დასვა ტვირთით და ხალხით დატვირთული ხომალდი? ამიტომ SpaceX არ ჩქარობს მსგავსი მისიების განხორციელებას, კომპანიამ წლების განმავლობაში დააგროვა გამოცდილება, გაზარდა შტატი და ასევე გაზარდა ჩადებული თანხა, რომლითაც ტექნოლოგიური განვითარება ფინანსდება, ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ დაიწყოს უდიდესი რაკეტა-გადამზიდის მშენებლობა (Big Falcon Rocket იგივე BFR)

BFR – ეს არის მრავალჯერადი, 117 მეტრიანი კოსმოსური სისტემა, რომელიც შედგება 2 ნაწილისგან: დაახლოებით 18 სართულიანი კოსმოსური ხომალდი Big Falcon Spaceship და დაახლოებით ამხელა ამაჩქარებელი Big Falcon Booster. ამაჩქარებელი ხომალდს გაიყვანს დედამიწის ორბიტაზე, შემდეგ დაბრუნდება უკან, შეივსებს საწვავს და ისევ წავა.

ვადები ცოტა რთული სათქმელია, მით უმეტეს როცა საქმე ასეთ მისიას ეხება, მაგრამ ილონ მასკი ძალიან თამამ განცხადებებს აკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით, საიდანაც ჩანს თუ რამდენად შეპყრობილია ის მარსის იდეით, ყველა ქვემოთ მოცემული ინფორმაცია აღებულია მასკის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან, ასევე SpaceX-ის თანამშრომლების, ინსაიდერებისა და კომპანიის თაყვანისმცემლების ვარაუდისგან, რომლებიც Reddit-ზე ბინადრობენ.

ახლანდელი პროგრესი

მიმდინარე პროგრესი

იმის გამო, რომ BFR – ყველაზე რთული კოსმოსური სისტემაა, SpaceX-ის მთელი რესურსი გადართულია მის აგებაზე. ლოს ანჯელესიდან სულ რაღაც 15 კილომეტრის მოშორებით მიმდინარეობს ქარხნსი მშენებლობა, რომელიც დაამზაებს BFR-ის ნაწილებს. სანამ მშენებლობა მიდის ინჟინრები 1860 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ხომალდის პროტოტიპს აგებენ, რომელშიც გამოყენებულია თანამედროვე მასალები.

იმის მიუხედავად, რომ ამ მიმართულებით ნასას ბევრად უსწრებს SpaceX, ისინი რეკომენდაციას იღებენ ნასასგან, ხვდებიან ნასასი და სხვა კომპანიების ოფიციალურ წარმომადგენლებს და ნელ-ნელა იგეგმება მარსის კოლონიზაციის მისია, ასევე გადასაწყვეტია როგორ დავიცვათ BFR-ის მგზავრები რადიაციისგან, შიმშილისგან და ერთმანეთისგან.

2018 წელი: კოსმოდრომი ტეხასში

2018 წელი, ბაზა

კომპანიისთვის აუცილებელია საკუთარი კოსმოდრომის ქონდა, რადგან გარდა Falcon 9 და Falcon Heavy რაკეტების გაშვებისა, საჭიროა სხვადასხვა პროტოტიპის გაშვება/ტესტირება, ტეხასში კოსმოდრომის გახსნა კი გამართლებულია რამდენიმე ფაქტორის გამო.

  • SpaceX-ს შეუძლია გამოიყენოს პანამის არხი ლოს ანჯელესიდან ნაწილების წამოსაღებად, რაც ბევრად იაფი გამოდის ვიდრე ნაწილების საჰაერო ან სახმელეთო გადაზიდვა.
  • სოფელ ბოკა ჩიკაში (სადაც კოსმოდრომი უნდა აიგოს) ფაქტობრივად არავინ ცხოვრობს, რაც ამცირებს ვინმეს დაზიანების რისკს, რადგან სხვადასხვა ფეთქებადი ნივთიერებები და ექსპერიმენტალური ხომალდების ტესტირება ყოველთვის წარმატებით შეიძლება არ დასრულდეს.
  • კოსმოდრომის მშენებლობას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ტეხასის მთავრობა, რადგან ეს ტეხასელებისთვის შექმნის სამუშაო ადგილებს.

ამათ გარდა, კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ეს ადგილი არის კარგი, ის რომ თუ წყლიდან გაშვებაზე გადავლენ შეუძლიათ გამოიყენონ მექსიკის ყურე.

2019 წელი: Big Falcon Spaceship-ის წარდგენა

Big Falcon Spaceship-ის წარდგენა

SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ხომალდის Big Falcon Spaceship-ის სატესტო გაშვება იგეგმება 2019 წელს ტეხასიდან, ის არ გავა ორბიტაზე, უბრალოდ აფრინდება და დაეშვება, ეს კი იმისთვის არის საჭირო რომ შეაგროვონ ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ამ აფრენა/დაფრენისას მოიპოვებენ.

იმედია კიდევ ერთი მოწყობილობის “სწრაფ და დაუგეგმავ დაშლას” არ ვიხილავთ (ასე მოიხსენიებს ილონ მასკი თავისი რაკეტების აფეთქებას)

2020-2021 წელი: BFG-ის სრული კომპლექტის გაშვება დედამიწის ორბიტაზე

BFG-ის სრული კომპლექტის გაშვება დედამიწის ორბიტაზე

სატელიტური ინდუსტრიის კონფერენციაზე Satellite 2018, რომელიც მარტში გაიმართა, SpaceX-ის დირექტორმა შოტველმა განაცხადა, რომ BFR ორბიტაზე გაეშვება 2020 წელს, ეს ნიშნავს რომ დამაჩქარებელიც და ხომალდიც მზად იქნება ორბიტაზე გასაფრენად

სექტემბერში კი მასკმა განაცხადა, რომ ვადები ჯერ არ არის გაწერილი და საჭიროა რამდენიმე საცდელი/არაპილოტირებული ფრენის განხორციელება სანამ ხალხს დაუშვებენ BFR-ში.

2022 წელი: 2 მისიის გაშვება მარსზე ტვირთით (ხალხის გარეშე)

მისია მარსზე

მასკს ოცნებობს რომ პირველი მისია მარსზე 2022 წელს განხორციელდეს BFR-ის გამოყენებით, ეს კი გამოიყურება შემდეგნაირად: ხომალდმა ჯერ დედამიწას უნდა შემოუფრინოს და დახარჯოს მთელი საწვავი, შემდეგ კი კოსმოსური ტანკერის საშუალებით შეივსოს მარაგი და გაემართოს მარსისკენ. დრო ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ იმედი გვაქვს 2022-ისთვის მოესწრება.

2022 წლის ზაფხული იმიტომ არის საუკეთესო პერიოდი, რომ ამ დროს მანძილი მარსსა და დედამიწას შორის არის მინიმალური, ეს კი საშუალებას გვაძლევს უფრო მალე დავეშვათ მარსზე. საბოლოო ჯამში, იმის მიხედვით თუ რა სიჩქარეს განავითარებს BFR-ი, მარსზე დავეშვებით 2022 წლის ბოლოს ან 2023 წლის დასაწყისში.

2022-2023 წელი: მარსზე დაშვება

მარსზე დაშვება

მარს-ზე პირველი გაშვებისას, როგორც აღვნიშნეთ, არ იგეგმება ხალხის გადაყვანა, არამედ აღჭურვილობა და ნივთები, რომლებსაც გამოიყენებენ შემდეგი მისიებისთვის.

პირველ ადამიანებს მარსზე, მშენებლობისთვის დასჭირდებათ კვების წყარო, წყლის მისაღები აპარატურა და სისტემა, რომელიც გარდაქმნის ადგილობრივ რესურსებს საწვავად და ჟანგბადად, ეს ყველაფერი კი საჭირო იქნება დედამიწაზე დასაბრუნებლად, ასევე მომავალში ხომალდების დაშვების გამარტივებისთვის იგეგმება დასაშვები მოედნის მშენებლობაც.

2023 წელი: ხალხის გაგზავნა მთვარის გარშემო BFR-ით

ხალხის გაგზავნა მთვარის გარშემო BFR-ით

ამ წლის სექტემბერში მასკმა სამყარუს წარუდგინა კომპანია SpaceX-ის პირველი ტურისტი, ეს გახდა იუსაკი მაეძავა, იაპონელი მილიარდელი. რამდენი გადაიხადა იუსაკიმ კომერციული საიდუმლოა, დიდი ალბათობით საუბარია ასობით მილიონ დოლარზე, თავისი ადგილის გარდა, იუსაკიმ დაჯავშნა  ყველა ადგილი და აპირებს 6-8 ადამიანის წაყვანას არტ-პროექტის #dearMoo ფარგლებში.

ეს მისია გახდება მტკიცებულება იმისა, რომ BFR-ის რაკეტების კონცეპტი მუშაობს.

2024 წელი: პირველი ადამიანის გაშვება მარსზე

პირველი ადამიანის გაშვება მარსზე

2024 წელს იგეგმება ერთი-ორი პილოტირებული მისიის გაშვება მარსზე, ამ დროს ხომალდი წაიღებს დაახლოებით 100 ტონის ტვირთს სადაც შევა მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა მარსზე გარკვეული მოქმედებების განსახორციელებლად, ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ მანამდე ყველაფერმა კრაგად ჩაიარა.

2025 წელი: პირველი ადამიანის დაშვება მარსზე 

პირველი ადამიანის დაშვება მარსზე

როგორც უპილოტო ხომალდებს, პილოტირებულ ხომალდებსაც მარსზე ჩასაღწევად დასჭირდებათ 6-დან 9 თვემდე ვადა.

მარსზე უკვე არსებულ ხომალდებს გამოიყენებენ როგორც საცხოვრებლად, კომფორტი რა თქმა უნდა არ იქნება, მაგრამ ეს თავიდან აგვაცილებს თავიდანვე საცხოვრებლების აშენების აუცილებლობას.

2028 წელი: საცხოვრებლის Mars Base Alpha-ს მშენებლობის დასრულება

საცხოვრებლის Mars Base Alpha

მარსს კითხეს, თუ რამდენი ხანი დასჭირდებოდა პირველი ბაზის მშენებლობას, რაზეც მასკმა უპასუხა რომ “ბაზა დიდი ალბათობით მზად იქნება 2028 წელს”.
პირველი ბაზა აღჭურვილი იქნება საწყისი ინფრასტრუქტურით, ესენია: საწვავის მიმღები სადგური, ელექტროსადგური და სათბურები (საჭმლისთვის).

დაახლოებით 2030 წელი: პირველი მარსული ქალაქის მშენებლობა

პირველი მარსული ქალაქი

ზემოთ რაც წავიკითხეთ ამ მომენტისთვის ფანტასტიკის სფეროს უფრო გავს ვიდრე რეალობას, ასე ფიქრობენ სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების ექსპერტებიც, მაგრამ მასკი ასე არ ფიქრობს.

მასკს უნდა შეცვალოს ეს ყველაფერი, მისი ოცნებაა, რომ მარსზე ვფიქრობდეთ როგორც რეალურ მიზანზე და არა რაღაც ფანტასტიკაზე.

მარსზე იქნება ყველაფერი, დაწყებული ფაბრიკა/ქარხნებით დასრულებული პიცერიებით, ეჭვიც არ მეპარება რომ შევხვდებით შესანიშნავ მარსულ ბარებსაც! © ილონ მასკი

თუ გავითვალისწინებთ BFR-ის მრავალჯერადობას, მაშინ SpaceX-ის გათვლებით მარსზე 1 გზის  ბილეთი არ უნდა აღემატებოდეს 200 000 (ორასი ათასი) დოლარს.

დაახლოებით 2100 წელი: მარსის გარდაქმნა დედამიწისებურ პლანეტად

მარსის გარდაქმნა დედამიწისებურ პლანეტად

დედამიწა ყოველთვის ასეთი ფორმის არ იყო, როგორსაც ახლა ვხედავთ, ისიც მარსის მსგავსად იყო ცარიელი ქვა და რამდენიმე მილიონი წელი დასჭირდა მის ახლანდელ მდგომარეობაში ჩამოყალიბებას. მარსს არ აქვს არც მაგნიტური ველი და წნევა მასზე არის დედამიწის ატმოსფეროს წნევის 1%-ზე ნაკლები, ამიტომ რადიაცია მარსამდე აღწევს, ფაქტობრივად, შეფერხების გარეშე. სპეციალური სკაფანდრის არარსებობის შემთხვევაში, ადამიანი წითელ პლანეტაზე 5 წუთსაც ვერ გაძლებს.

ატმოსფეროს დარეგულირება და მაგნიტური ველის შექმნა რამდენიმენაირად არის შესაძლებელია და არსებობს რამდენიმე თეორიაც, მაგრამ რეალურად არც ერთი არ არის გამოცდილი და შესაბამისად არავინ იცის რომელს რა შედეგი ექნება, მასკმა ერთ-ერთ პოსტში განაცხადა კიდეც რომ თერმობირთვული ბომბი ჩამოვაგდოთ პოლუსებზეო (საინტერესოა არა?).

ამ ყველაფრის გარკვევა მხოლოდ ექსპერიმენტებით არის შესაძლებელი, რეალურად რა მეთოდს მიმართავენ SpaceX-ის ხალხი მარსის ტერაფორმირებისთვის უცნობია.

 

დაახლოებით ასე წარმოუდგენია SpaceX-ს, ფანებს, მასკს და კიდევ მრავალს მარსის მომავალი. მე პირადად იმედი მაქვს ამ ყველაფერს მოვესწრები და მოვინახულებ წითელ პლანეტას, დამეთანხმებით საინტერესო იქნება.