ყველა მივეჩვიეთ, რომ ტელეფონი შეიძლება გაფუჭდეს დავარდნით, სითხის გადასხმით ან არასწორი დაპროგრამებით, მაგრამ ამ მიზეზის გამო ტელეფონის გაფუჭება, რაღა მოგატყუოთ და, პირველად გავიგეთ.

გამომცემლობა iFixit-ის ვებ-გვერდზე სულ ახლახან გამოქვეყნდა სტატია, სადაც ტომოგრაფიული აპარატიდან ჰელიუმის გაჟონვამ გამოიწვია Apple-ს ტექნიკის დაზიანება ან მინიმუმ მცირე ხარვეზებით მუშაობა. ეს ყველაფერი დაფიქსირდა ჩიკაგოში.

მაგნიტო-რეზონანსული აპარატი

მსგავსი სიტუაციების დროს ყველაზე ლოგიკურია იფიქრო, რომ პრობლემა გამოიწვია ელექტრომაგნიტურმა ველებმა, მაგრამ იმ დროს, როცა Apple-ს ტექნიკა “მოკვდა”, Android-ზე მომუშავე მოწყობილობები უპრობლემოდ განაგრძობდნენ მუშაობას, ამ შემთხვევაში ელექტრომაგნიტური ველებიც გამოირიცხა, მაშ რაშია საქმე?

როგორც აღმოჩნდა ყველაფრის მიზეზი იყო თხევადი ჰელიუმი, რომელიც გამოიყენება ტომოგრაფიული აპარატის გასაგრილებლად, აპარატის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ კი ჰელიუმი აორთქლდა და მთელ შენობაში გავრცელდა.

საავადმყოფოს თანამშრომელმა ერიკ ვულდრიჯმა ივარაუდა, რომ პრობლემა იყო Apple-ს ახალ მიკროსქემებში და მართალიც აღმოჩნდა, მან ჩაატარა ექსპერიმენტი, კერძოდ კი Iphone 8 Plus ჩაკეტა ჰერმეტულ პაკეტში, სადაც ბევრი ჰელიუმი იყო, შემდეგ რაც მოხდა ყველას გაგაოცებთ (ეს რა თქმა უნდა ხუმრობით 🙂 ), სულ რაღაც 8 წუთის შემდეგ აიფონი უბრალოდ მოკვდა, არ რეაგირებდა არაფერზე, მათ შორის სატენზე.

ვისაც გაუმართლა მხოლოდ ვაიფაის მოდულის დაკარგვით დაიძვრინა თავი, მაგრამ ბევრი უიღბლო აღმოჩნდა და ტელეფონი სრულად დაკარგა.

ამის შემდეგ Apple-მ განახლებულია ინსტრუქცია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მსგავსი პრობლემის შემთხვევაში მოწყობილობა უნდა მოხსნათ სატენიდან და აცალოთ მშვიდი ცხოვრება (არ გამოიყენოთ, არ შეეხოთ და ა.შ.) სადღაც 1 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ შეიძლება პრობლემა მოგვარდეს.