სულ რაღაც რამდენიმე დღეა გასული რაც Rockstar-ის ერთ-ერთი შესანიშნავი თამაში Red Dead Redemption 2 გამოვიდა და უკვე საკმაოდ სოლიდური მოგება მოუტანა კომპანიას.

ვისაც ეჭვი ეპარებოდა, რომ კოვბოები და ვესტერნი მოდიდან გამოვიდა შეუძლია 1-2 წუთი წაითამაშოს ეს თამაშო და თავად დარწმუნდეს რომ ასე არ არის. RDR2 არის მეორე ადგილის მფლობელი გამოსვლიდან პირველ კვირაში მიღებული შემოსავლის მიხედვით, პირველს კი ისევ GTA V იკავებს, რომელმაც 3 დღეში მილიარდზე მეტი მოგება მოუტანა კომპანიას, სამაგიეროდ ამ განხრით თვით Marvel-ის „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ ჩამოიტოვა უკან.

სანამ საუბარს გავაგრძელებთ გაეცანით ტრეილერს და პატარა მონაკვეთს თამაშიდან რომ წარმოდგენა გქონდეთ რაზეა საუბარი:

მართალია RDR2-მა ვერ გაიმეორა GTA V-ის რეკორდი, მაგრამ 3 დღე (პარასკევს გამოვიდა) სრულიად საკმარისი აღმოჩნდა RDR2-ისთვის რომ რეკორდების წიგნში კომპანიის რამდენიმე ჩანაწერი დაემატებინა, კერძოდ კი:

  • გასართობი რელიზების (ფილმების და მუსიკალური ალბომების ჩათვლით) ყველაზე წარმატებული პირველი კვირა
  • 2018 წლის ყველაზე წარმატებული გასართობი რელიზი
  • PlayStation Network-ზე ყველაზე ხშირად წინასწარ შეკვეთადი თამაში
  • ყველაზე მეტი გაყიდვა პირველ დღეს PlayStation Network-ზე
  • ყველაზე მეტი გაყიდვა პირველ სამ დღეს PlayStation Network-ზე

RDR2-მა პირველ შაბათ-კვირას შეძლო და მოიპოვა 725 ამერიკული დოლარი, შედარებისთვის, წინა რეკორდსმენს, რომელიც არის Marvel-ის „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“, ამ პერიოდში მოპოვებული ქონდა სულ რაღაც 641 მილიონი ამერიკული დოლარი და აქამდე ის ითვლებოდა ყველაზე მაღალშემოსავლიან გასართობ რელიზად.

სამწუხაროდ იგივე ჯილდოს მისაღებად GTA V-მა თავი ვერ გამოიჩინა, რადგან ის გამოვიდა ორშაბათ დღეს და შესაბამისად შაბათ-კვირას მოგება არც ისეთი მაღალი ქონდა როგორც პირველივე დღეებში, მაგრამ GTA V-ს რა რეკორდებიც აქვს დამყარებული მგონი სრულიად საკმარისია.