ზოგადად მომრავლდა სკანდალები სხვადასხვა მსხვილ ორგანიზაციებში, ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის, Apple-ს შესახებ.

როგორც ვიცით ნებისმიერ ტექნიკაში არის სხვადასხვა მწარმოებლების მიერ შექმნილი ნაწილები, ასევე ტექნიკის აწყობაც ხდება სხვადასხვა ქვეყანაში, ამ სტატიაში საუბარი Apple-ზე და ჩინეთში მდებარე ქარხანაზე, რომელშიც Apple Watch-ები იწყობა.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის Sacom-ის განცხადებით მასწავლებლები მოსწავლეებს პრაქტიკის გასავლელად უშვებდნენ Quanta Computer-ის ქარხანაში (ამ უკანასკნელში იწყობა ვაშლის საათები) და უარის შემთხვევაში ემუქრებოდნენ ჩაბარებისას პრობლემების შექმნით.

როგორც წესი როცა პრაქტიკაზე მიდიხარ ისევე არ უნდა დაიტვირთო როგორც არსებული თანამშრომლები, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ასე არ არის, მოსწავლეების განცხადებით მათ უწევდათ თანამშრომლებივით სამუშაო გრაფიკში მუშაობა და ზოგიერთს ღამის ცვლაშიც კი ამუშავებდნენ (საღამოს 8-დან დილის 8-მდე), იყო შემთხვევები როცა მოსწავლეები აიძულეს დადგენილ გრაფიკზე მეტი ემუშავათ.

დაახლოებით 120 მოსწავლე მუშაობდა კომპანია Quanta-ს ქარხანა F5-ის მეოთხე სართულზე. ჩვენ ვასრულებდით ერთსა და იმავე სამუშაოს, რობოტებივით – აცხადებს ერთ-ერთი მოსწავლე

მსგავსი მეთოდები ჩინეთსი კანონიერია, მაგრამ ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი და სამუშაო დრომ არ უნდა გადააჭარბოს კანონით დადგენილს, ამ შემთხვევაში კი მოსწავლეებს სხვა გზა არ ქონდათ, რადგან ემუქრებოდნენ სწავლის დასრულების დროს პრობლემების შექმნით.

Apple-ში აცხადებენ რომ მსგავსი სიტუაციაზე ინფორმაცია არ ქონდათ, კომპანიამ უკვე დაიწყო გამოძიება და ირწმუნებიან რომ მათ თავიანთ მომწოდებლებთან მკაცრად აქვთ განსაზღვრული კანონის ყველა ნორმის დაცვა.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა Apple მსგავს სკანდალში გაეხვა, 2017 წლისაც იყო მსგავსი შემთხვევა, როცა გავრცელდა ინფორმაცია რომ მსგავსი სქემით მუშაობდა კომპანია Foxconn-ი Iphone X-ის აწყობისას. მაშინ Apple-ს გამოძიებამ ვერაფერი საინტერესო ვერ გაარკვია. დიდი იმედი გვაქვს ახლაც დადგინდება, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი ცუდად აისახება Apple-ს იმიჯზე.