Samsung-ის ახალი სმარტფონის პრეზენტაცია შემდეგი წლის იანვარ-თებერვალში იგეგმება, მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდება, ინტერნეტში უფრო მეტი დეტალი ვრცელდება გალაქტიკის მეათე სერიაზე (Samsung Galaxy S10).

გამოქვეყნდა სამსუნგის ახალი პატენტი, სადაც მოცემულია სამსუნგის სმარტფონი ჩარჩოების გარეშე.

ახალ პატენტში რამდენიმე საინტერესო იდეაა, ერთი არის წინა კამერა, რომელიც ეკრანის უკან იმალება და მოქცეულია არა მოწყობილობის თავში, არამედ ზუსტად შუაში. ჩვეულებრივ რეჟიმში ადამიანებისთვის ის უხილავი იქნება, მაგრამ როცა სელფის გადაღებას დააპირებთ იგი ეკრანიდან აღმოცენდება.

მეორე საინტერესო იდეა არის გამჭვირვალე ანტენის გამოყენება ეკრანის ქვეშ, რაც სმარტფონს უფრო თხელს ხდის.

სამსუნგს არ უნდოდა ე.წ. “კუნძულის” გამოყენება, როგორც მისი კონკურენტები იყენებენ, ამიტომ მათ დათმეს მათი საფირმო, თვალების სკანირების, ტექნოლოგია. სამაგიეროდ სმარტფონს არ ექნება არც კუნძული და არც ჩარჩოები, მისი სავარაუდო დიზაინი იხილეთ ქვემოთ მოცემულ სურათზე.

Samsung Galaxy S10-ის სავარაუდო დიზაინი

საფირმო ტექნოლოგიის ნაცვლად სამსუნგის შემდეგ სმარტფონზე შევხვდებით თითის ანაბეჭდის სკანერს, რომელიც ჩაშენებული იქნება ეკრანის ქვეშ.

სავარაუდოდ უფროს მოდელში შევხვდებით Qualcomm-ის მიერ დამზადებულ ულტრახმოვან სენსორს, ხოლო უმცროს მოდელებში ოპტიკურ სკანერს ეკრანის ქვეშ ან საერთოდაც სენსორი შეიძლება განთავსდეს გვერდით.