ამ პოსტში შევეცდები დეტალურად განვიხილო საქართველოში არც ისე პოპულარული ჭკვიანი საათი Samsung Gear Sport.

კონკრეტულად ეს მოდელი, რომელსაც განვიხილავ, ნაყიდია ზუმერის მაღაზიათა ქსელში და დამზადებულია ვიეტნამში სამსუნგის მიერ.

დავიწყოთ მონაცემებით:

  • ზომები: 44.6 * 42.9 * 11.6 მმ
  • წონა: 67 გრამი
  • ეკრანი: Super Amoled, 1.2″, 360 * 360 გაფართოება 1:1 შეფარდებით, პიქსელების სიმჭიდროვე ~424 PPI, Corning Gorilla Glass 3 დაცვა, მბრუნავი ღერძი და მუდამ ჩართული ეკრანის ფუნქცია
  • პროცესორი: Exynos 3250 ჩიპსეტი, ორი Cortex-A7 ბირთვი 1.0 გიგაჰერცზე
  • გრაფიკული ბარათი: Mali-400MP2
  • მეხსიერება: 4გბ შიდა და 768მბ ოპერატიული მეხსიერება
  • ელემენტი: ჩაშენებული, 300 მილიამპერი
  • კავშირები: Wi-Fi 802.11 b/g/n სტანდარტი, Bluetooth 4.2 A2DP LE, GPS, NFC
  • სენსორები: აქსელერომეტრი, გიროსკოპი, გულის დარტყმების მზომი, ბარომეტრი
  • დამატებითი ფუნქციები/შესაძლებლობები: აქვს უსადენო დატენვა (Qi Wireless Charging), სურათების დათვალიერება, mp3/m4a/aac/wav ფორმატის დამკვრელი, არის წყალგაუმტარი 50 მეტრის სიღრმემდე

საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება მონაცემებს თუ დავუჯერებთ, მოდი უფრო დეტალურად გავეცნოთ, დავიწყოთ ე.წ. Unboxing-ით.

როგორც ვხედავთ, გარდა საათისა, ყუთში გვხვდება უსადენო დამტენი თავის MicroUsb სადენთან ერთად, რომელსაც საქართველოს დენცქვიტასთან შეუსაბამო თავი აქვს, რისთვისაც გვჭირდება დამატებითი გადამყვანი, სხვა შემთხვევაში დავრჩებით დამტენის გარეშე.

ყუთიდან საათის ამოღებისთანავე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დამრჩა, გამოიყურება ლამაზად, არც ძალიან დიდი არც ძალიან პატარა, საშუალო ზომის საათია, რომელიც ხელზე საკმაოდ კარგად ჯდება. ფიზიკურ ზომებზე და საათის სილამაზეზე საუბარს ჯობია განვიხილოთ ყველა ძირითადი მახასიათებლები, დავიწყოთ ეკრანით.

ეკრანი

Super Amoled ეკრანი საკმაოდ კარგად ართმევს თავს თავის საქმეს, ფერებს საუკეთესოდ გადმოსცემს და პირდაპირი მზის სხივების დროსაც კი საათზე გამოტანილი მონაცემები სრულიად გარჩევადია. ეკრანის ზომა სრულიად საკმარისია რომ მოსული შეტყობინებები ტელეფონის ამოუღებლად წაიკითხოთ, მაგალითად Fb, Viber, Mail ნებისმიერი ზომის შეტყობინება ძალიან მარტივად იკითხება და ამისთვის ტელეფონის ამოღება სულ არ მჭირდება რაც ძალიან დიდი დადებითი მხარეა, განსაკუთრებით მაშინ როცა მაგალითად სავსე ავტობუსში დგახართ.

წარმადობა

საათის წარმადობაზე ბევრს ვერ ვილაპარაკებთ, რადგან ეს არ არის პერსონალური კომპიუტერი და ტელეფონი რომ მასზე მთელი რიგი პროგრამები გავუშვათ, მაგრამ 1-2 სიტყვას მაინც ვიტყვით, 2 ბირთვიანი პროცესორი და 768 მეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება სრულიად საკმარისია იმ საქმის შესასრულებლად, რასაც საათი უნდა ასრულებდეს, თქვენ ვერ ნახავთ დაყოვნებას, გაყინვას (ე.წ. Freeze) და რაიმე სახის პრობლემა საათის გამოყენების დროს, ის ყოველგვარი პრობლემის გარეშე ასრულებს ყველა იმ დავალებას, რასაც დაავალებთ.

სისტემა და სენსორები

რატომღაც ყველას გონია, რომ ეს საათი მუშაობს ანდროიდის საოპერაციო სისტემაზე მაგრამ ეს ასე არ არის, რეალურად საათი მუშაობს სამსუნგის კუთვნილ Tizen OS-ზე და ანდროიდთან საერთო არაფერი აქვს, აპლიკაციების ჩამოტვირთვაც კი ხდება სამსუნგის ოფიციალური მაღაზიიდან. TizenOS-ი არაფრით ჩამოუვარდება ანდროიდს, თუ არ ჯობია კიდეც, ყველაფერი დალაგებული არის ლოგიკურად და მარტივად, სულ რომ არ გქონდეთ შეხება მსგავსს სისტემასთან, 5 წუთიანი გაცნობაც კი საკმარისია რომ გაიგოთ რა როგორ რანაირად არის მოწყობილი.

საათთან ურთიერთობა ხდება მასზე დამონტაჟებული მბრუნავი თავის მეშვეობით, თავი მუშაობს შესანიშნავად, კბილანები ზუსტად აფიქსირებენ მდგომარეობას ამიტომ ხელი მოგიხვდეთ და მენიუ შეგეცვალოთ პრეცენტენდი არ გექნებათ.

აქ ვხვდებით ვარჯიშის 4 რეჟიმს, ესენია სიარული, სირბილი, ველოსიპეტით სიარული და ცურვა, ტყუილი რომ არ გამომივიდეს ვარჯიშთან კარგად არ ვმეგობრობ, მაგრამ მიმოხილვის დასაწერად მომიწია ცოტა წავარჯიშება, საათი თავისი სენსორების წყალობით ავტომატურად ხვდება როდის იწყებთ მოძრაობას, როდის ჩერდებით და თქვენი ურთიერთქმედების გარეშე, თავად ცვლის შესაბამის რეჟიმებს, მანძილს სწორად ითვლის მინიმალური ცდომილებით (2-3 მეტრი), ყველაზე მეტად გასაკვირი იყო ის, რომ რაღაც “მაგიით” საათი თავად მიხვდა რომ ველოსიპეტით დავიწყე მოძრაობა და ავტომატურად გადაეწყო შესაბამის რეჟიმზე, ამან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ჩემში.

ცურვის დროს ირთვება წყლისგან დაცვის რეჟიმი რაც გულისხმობს რომ ავტომატურად გამოითვლება გაცურული მანძილი, ხელის “მოქნევის” რაოდენობა და პულსი.

გარდა ვარჯიშის ფუნქციებისა, საათს რამდენიმე საინტერესო ფუნქცია/სენსორი გააჩნია, ესენია სიმაღლისა და წნევის საზომი სენსორები რაც მდებარეობის დადგენისას გარდა გრძედი/განედისა ასევე დაგიდგენთ თუ რა სიმაღლეზე იმყოფებით ზღვის დონიდან, ესეც საკმაოდ საინტერესოა.

ასევე მარტივად არის შესაძლებელი ტელეფონის გამოყენების გარეშე განახორციელოთ ზარები, მიწეროთ შეტყობინება (წინასწარ გამზადებული ტექსტით), მართოთ მუსიკა და გადაიხადოთ Samsung Pay-ს გამოყენებით.

სამწუხაროდ Samsung Pay-ს შემოწმება ჩვენთან ვერ მოხერხდა რადგან ეს სერვისი ჯერ არ არის გაშვებული რაც ძალიან გულდასაწყვეტია.

ენერგომოხმარება

როგორც აღვნიშნეთ საათს გააჩნია 300 მილიამპერიანი ელემენტი, 2 დღის განმავლობაში საშუალო დონეზე გამოყენებისას 50% ელემენტის ისევ დარჩენილია, ნორმალური გამოყენებით საათმა უნდა იმუშაოს 3-4 დღე, აქტიური გამოყენებით მინიმუმ 2 მაინც.

შეჯამება

სულ რაღაც 3 დღე მქონდა ეს საათი მიმოხილვის დასაწერად და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი, გამომადგა როგორც ვარჯიშის დროს, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში, აქამდე რასაც ტელეფონში ვაკეთებდი, ძირითადმა ნაწილმა საათზე გადმოინაცვლა, მოდი ცალ-ცალკე ჩამოვწერ დადებით და უარყოფით მხარეებს:

დადებითი:

  • სიმპატიური დიზაინი
  • მაღალი ხარისხის საათი
  • შესანიშნავია ყოველდღიური გამოყენებისთვის
  • წყალგაუმტარი 50 მეტრზე
  • მუშაობს ყველა ტელეფონზე (დიახ, ვაშლის iPhone-ზეც)
  • საათისთვის განკუთვნილი სპეციალური საოპერაციო სისტემა, რომელიც დღითი დღე იხვეწება
  • კარგი ელემენტი

უარყოფითი:

  • ელემენტის ხანგრძლივობა მცირდება მუსიკისა და ფიტნეს აქტივობების ერთდროულად გამოყენებისას
  • არ უერთდება გულის ცემის გარე მზომი
  • პერიოდულად (იშვიათად მაგრამ მაინც) GPS აგვიანებს მდებარეობის პოვნას
  • ფიტნესის პროფესიონალური პროგრამების გამოსაყენებლად საჭიროა თანხის გადახდა

Samsung Gear Sport-ის შეძენა საქართველოში 7 ნოემბრის მდგომარეობით შეგიძლიათ მაღაზიებში: be.ge altaokay metromart

გადახედეთ გალერეას: