Xiaomi-ს ქვებრენდის Pocophone-ს F1 მოდელის მიმოხილვა, მასში ვხვდებით ტოპ პროცესორს და დაბალ ფასს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია Xiaomi დაბალი ფასებით და ფასთან შედარებით მაღალი წარმადობით გამოირჩევა ხოლმე, მაგრამ მათ გადაწყვიტეს კიდევ უფრო დაბალ ფასად მაღალი ხარისხი შემოეთავაზებინათ. მათ შექმნეს ქვებრენდი Poco (Pocophone) რომელსაც ტოპ წარმადობის ტელეფონები დაბალ ფასად უნდა გამოეშვა, Pocophone F1 არის პირველი მოდელი, რომელიც სამყაროს მოევლინა, დავიწყოთ მონაცემებით:

ეკრანი: 6,18” 1080 x 2246, 18.7:9 შეფარდებით
პროცესორი: Snapdragon 845 (4 X 2.8 გიგაჰერცი Kryo 385 Gold და 4 X 1.8 გიგაჰერცი Silver ბირთვებით) აწყობილი 10 ნანომეტრი ტექნოლოგიით.
გრაფიკული ბირთვი: Adreno 630
ოპერატიული მეხსიერება: 6/8 GB LPDDR4X
შიდა მეხსიერება: 64/128/256 გბ (შესაძლებელია გაზრდა მიკრო ბარათით მეორე სიმის ნაცვლად)
მთავარი კამერა: 12 მპ, f/1.9, 1/2.55″, პიქსელის ზომა 1.4µm, dual pixel PDAF, ორმაგი ლედ განათება, HDR, Panorama
მეორე კამერა: 5 მპ, f/2.0, პიქსელის ზომა 1.12µm, სიღრმის სენსორი
ვიდეო: 2160P 30 კადრი/წამში, 1080P 30 კადრი/წამში ელექტროსტაბლიზაციით, 1080P 240 კადრი/წამში შენელებული ვიდეოსთვის
წინა კამერა: 20 მპ, 4/2.0, პიქსელის ზომა 0.9µm
სისტემა: Android 8.1 MIUI 10 (განახლდება Android Q-მდე)
ელემენტი: 4000 მა/სთ სწრაფი დატენვით Quick Chargre 3.0
კავშირი: 4G LTE 1024 მბ/წმ-მდე სიჩქარით, USB Type C, Wi-Fi 802.11ac, Bluetooth 5.0, 3,5 ყურსასმენის ჯეკი
უსაფრთხოება: თითის ანაბეჭდი, სახის ინფრაწითელი სკანერი
ზომები: 155.5 * 75.3 * 8.8 მმ, წონა 180 გრამი

ზოგადი მიმოხილვა

კონკრეტული მოდელი, რომლის განხილვასაც ვაპირებ, ნაყიდია ALTAOKAY-ში და მინდა ვაღიარო რომ გამიმართლა, რადგან როცა ვიყიდე მისი ღირებულება იყო 800 ლარი, ახლა 1000 ლარზეა ასული უკვე, ამავდროულად დიდი “ტაციაობა” იყო და უნდა გაგმართლებოდა რომ ეს მოდელი გეყიდა. ეს კონკრეტული მოდელი არის შავი ფერის 6გბ ოპერატიული მეხსიერებით და 64 გბ მუდმივი მეხსიერებით. ერთი შეხედვით 300$-იანი სმარტფონისგან ბევრს არ უნდა მოველოდოთ, მაგრამ ვეცდები დეტალურად გადმოგცეთ რისი “ჩატენვა” შეძლო Xiaomi-მ 300$-იან ბიუჯეტურ ფლაგმანში.

შეფუთვა

შეფუთვა შესრულებულია მინიმალურ სტილში, არაფერი განსაკუთრებული, შავი ყუთი ზემოდან ყვითლად დაწერილი POCOPHONE-თი, ხოლო უკანა მხარეს პატარა სტიკერია დაკრული, სადაც მოცემულია სმარტფონის მონაცემები. ყუთში გვხვდება თვითონ ტელეფონი, სილიკონის ჩასადები, სიმ ბარათის ამოსაღები, საბუთები, USB და სწრაფი დამტენი (სამწუხაროა ყურსასმენს რომ არ აყოლებენ 🙁 )

კორპუსი

1 შეხედვით ტელეფონი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება სილიკონის ჩასადების გარეშე, მაგრამ პლასტმასის ხუფი საშუალებას არ აძლევს ტელეფონი აღვიქვათ როგორც პრემიუმ კლასის სმარტფონი, როგორც კი ხელში იჭერ, ხვდები, რომ ხელში გიჭირავს არა ტოპ კლასის წარმომადგენელი მოწყობილობა, არამედ ჩვეულებრივი, იაფიანი სმარტფონი.

6,18″ ეკრანის მიუხედავად საშუალო ზომის ხელში საკმაოდ კარგად ჯდება, მაგრამ 1 ხელით სმარტფონის გამოყენება მაინც რთულია, ძირითად შემთხვევაში საჭიროებს ორივე ხელის გამოყენებას. წონით არც მსუბუქი ტელეფონის კატეგორიაში გადის არც მძიმესი, საშუალო წონის სმარტფონია, რომელიც ხელს არ ღლის. პლასტმასის ხუფი მალევე იკაწრება, ამიტომ რეკომენდებულია მინიმუმ თავისივე სილიკონის ჩასადებში გედოთ, ეკრანი არც ისე ადვილად დასაკაწრია, მაგრამ როგორც ყველა სმარტფონი, Poco-ს ეკრანის არამდგრადია ხურდებისა და ჯიბეში ჩადებული გასაღებისადმი. კორპუსის მდგრადობის უკეთ გასაცნობად იხილეთ ვიდეო:

ეკრანი

6.18″-იანი IPS LCD ეკრანი საკმაოდ კარგად ართმევს თავს თავის დავალებას, ხედვის კუთხე საკმაოდ კარგი აქვს, ფერების გადმოცემაც, მზის პირდაპირი სხივების დროსაც კი ეკრანზე გამოსახულება გარჩევადია და მზეში ტელეფონის გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს.

403ppi პიქსელების სიმჭიდროვე საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და შესაბამისად ეკრანზე პიქსელებიც არაა ხილული თუ კარგი გამადიდებელი შუშით არ დააკვირდით.

ეკრანი დაცულია Corning Gorilla Glass-ით, მაგრამ სამწუხაროდ ზუსტი ვერსია ცნობილი არ არის, ამიტომ ჯობია მაინც მოუფრთხილდეთ და აქეთ იქით არ ისროლოთ ტელეფონი. თქვენი ტელეფონის და ჯიბის კეთილდღეობისთვის.

ეკრანზე ვხვდებით ოლეოფობურ დაცვას, შეიძლება საუკეთესოს არა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა ბიუჯეტურ ტელეფონში მსგავსი რამე, ასევე Poco-ში ვერც კუნძულის არსებობას დავაღწიეთ თავი, ეკრანის ზედა მხარეს გვხვდება არც ისე პატარა კუნძული რომელზეც განთავსებულია დინამიკი, წინა კამერა და ინფრაწითელი სახის სენსორი.

ზოგიერთ მომხმარებელთან ეკრანზე შეიმჩნევა არათანაბრად გადანაწილებული განათება, განსაკუთრებით მუქ ფერებზე (შავი, წითელი), ჩემს მოდელს მსგავსი პრობლემა არ ქონდა.

ერთი პრობლემა კიდევ, რომელსაც Xiaomi აბრალებს პროგრამულ უზრუნველყოფას მაგრამ რეალურად უფრო Hardware-ს პრობლემას გავს არის MultiTouch-ის პრობლემა, კერძოდ როცა 1 თითი ეკრანზე გიდევთ მეორე თითის შეხება შეიძლება არ აღიქვას ან არასწორად აღიქვას, განსაკუთრებით შესამჩნევია თამაშის დროს.

წარმადობა

Snapdragon 845, 6 GB ოპერატიული მეხსიერება – ეს 2 დეტალი არის სმარტფონის გული, ტოპ პროცესორი და ოეპრატიული მეხსიერების საკმარისი რაოდენობა რათა ნებისმიერი დავალებას მარტივად გაუმკლავდეთ, ჩიპსეტი დამზადებულია 10 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით რაც მას უფრო ენერგოეფექტურს და უფრო მძლავრს ხდის, ამხელა რესურსის გასაგრილებლად კი Xiaomi-მ გამოიყენა გაგრილების ახალი ტიპი, კერძოდ კი სითბური მილაკი, რომელშიც სითხე მოძრაობს და სითბოს საკმაოდ ეფექტურად იცილებს თავიდან. ასე რომ შეგიძლიათ უფრო მეტხანს ითამაშოთ თქვენი საყვარელი თამაშები. თეორია რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მოდი ცოტა პრაქტიკაზეც გადავიდე. (ტესტი ჩატარებულია Antutu-ში და GeekBench-ში, გათიშულია ყველა სხვა პროგრამა და აყენია სისტემა MIUI 10 Stable Android 8.1)

Antutu Benchmark
Antutu Benchmark
Geekbench
Geekbench
Geekbench
Geekbench
Geekbench
Geekbench

სასიხარულოა როდესაც 800 ლარიანი ტელეფონი წარმადობით ისეთი ტელეფონების წინაა როგორიცაა Samsung Galaxy Note 8 , Galaxy S8, Pixel 2 და ა.შ.

ტესტებში ყველაფერი კარგად გამოიყურება და მოდით ცოტა ჩემ პრაქტიკასაც დავამატებ რაც დაახლოებით 3-4 თვე გამოყენების შემდეგ მივიღე, რეალურად ტელეფონი თავს ძალიან მარტივად ართმევს ყველა დავალებას, არ გიწევს პროგრამების/თამაშების გახსნისას ლოდინი თუ როდის ჩაიტვირთება, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება, Adreno 630 ვიდეო ბარათის წყალობით შეგვიძლია თამაშების ულამაზესი გრაფიკითაც ვისიამოვნოთ. სიტყვამ მოიტანა და მოდი თამაშის ტესტებსაც შევხედოთ

Asphalt 9 FPS
Asphalt 9 FPS
Lineage 2 Revolution FPS
Lineage 2 Revolution FPS
PUBG FPS
PUBG FPS

ყველა თამაში შემოწმებულია გრაფიკის მაქსიმალურ პარამეტრებზე, PUBG-ში სტაბილური 40 კადრი/წამში გვხვდება რაც კარგი თამაშისთვის სრულიად საკმარისია, ასფალტი სამწუხაროდ პროგრამულად არის შეზღუდული 30 კადრზე/წამში არადა რეალურად პროცესორსაც და ვიდეო ბარათსაც მეტი შეუძლიათ, Linage II-ში, მიუხედავად მისი ლამაზი გრაფიკისა სტაბილური 50 კადრი წამში უჭირავს რაც საშუალებას გვაძლევს დავტკბეთ მისი ღია და ლამაზი სამყაროთი.

ხმა

ტელეფონში ხმა გადმოიცემა სტერეო ფორმატით, 1 მთავარი დინამიკი აქვს ძირზე და მეორე დინამიკის როლს ასრულებს კუნძულზე მყოფი სასაუბრო დინამიკი, შეიძლება სუფთა სტერეო ხმას ჩამოუვარდება, მაგრამ ხმა მაინც საკმაოდ ხმამაღლა და გამოკვეთილად ისმის, მაღალ ხმაზე შხრიალი და შიშინი არ ახასიათებს.

ლაპარაკისას მოსაუბრის ხმა, ისევე როგორც ჩემი, სუფთად გადაიცემა, არ გიწევთ ყურზე მიიჭიროთ ტელეფონი რომ მოსაუბრის ხმა გაიგოთ და თქვენც არ გიწევთ ერთიდაიგივეს ბევრჯერ გამეორება რათა მოსაუბრემ გაიგოს.

ხმა ყურსასმენებშიც საშუალო დონის არის, შედარებით უმჯობესდება ხმა ყურსასმენებში როდესაც Xiaomi-ს საფირმო Mi Sound Enhancer-ს რთავთ, მე პირადად ვიყენებ Apple-ს Iphone-ს სადენიან ყურსასმენზე და Sony MDREX110LPW, მუსიკის ჟღერადობა ჩემთვის მნიშვნელოვანია და მინდა ვაღიარო, რომ ამ ორი ყურსასმენით საკმაოდ ნორმალური შედეგი მივიღე, სონი-ზე ცოტა ბასის დარეგულირება დამჭირდა, სხვა ყველაფერი წესრიგში იყო.

ელემენტი

ამ ბრენდში ფასის გარდა ყველაზე მეტად რაც მომწონს არის ელემენტი, 4000 მილიამპერიანი ელემენტი სწრაფი დატენვის Qualcomm Quick Charge 3.0-ის მხარდაჭერით, ისეთი მძიმე გამოყენებისთვისაც კი, როგორც მე ვიყენებ ტელეფონს (Wi-Fi/4G მუდმივად ჩართული, Messenger, Instagram, Gmail, Browser, Brightness-ი ავტომატურზე) მინიმუმ 6 საათი Screen On Time თავისუფლად მიიღწევა, მთლიანობაში 1-1.5 დღე საშუალო დატვირთვით მინიმუმ გეყოფათ, თუ ესეც არაა საკმარისი და 10%-დან 50%-მდე სულ რაღაც 45 წუთში დატენით ტელეფონს, ხოლო 10%-დან 100%-მდე დატენვას ზუსტად 120 წუთი ჭირდება.

ელემენტი, დატენილი 100%-ზე
ელემენტი, დატენილი 100%-ზე
43%,4 სთ და 24წთ SOT
43%,4 სთ და 24წთ SOT

იერსახე

Pocophone F1-ში გამოყენებულია MIUI-ს მოდიფიცირებული ვარიანტი სპეციალურად Poco-სთვის, რომელიც ჩვეულებრივი მენიუსგან ძირითადად განსხვავდება უფრო ლამაზი ანიმაციებით და პროგრამების მენიუთი, ჩვეულებრივ მიუი-ში ყველა აპლიკაცია მთავარ ეკრანზეა გამოტანილი, პოკოს ვერსიაში კი აპლიკაციებისთვის სპეციალური მენიუა გამოყოფილი. თუ სურვილი გაქვთ დეტალურად გაეცნოთ Poco Launcher-ს შეგიძლიათ Play Store-დან გადმოიწეროთ ნებისმიერ მოდელზე.

ფოტო/ვიდეო

სმარტფონში გვხვდება 2 უკანა კამერა 12 მპ, f/1.9, 1/2.55″, პიქსელის ზომა 1.4µm, dual pixel PDAF, ორმაგი ლედ განათებით და პროგრამული ხელოვნური ინტელექტით და ასევე წინა კამერა 5 მპ, f/2.0, პიქსელის ზომა 1.12µm, სიღრმის სენსორთან ერთად.

პროფესიონალი ფოტოგრაფი არ ვარ, ამიტომ მოდით ამ ჯერზე პირდაპირ ჩემს მიერ გადაღებულ სურათებს გაჩვენებთ და სანამ დავიწყებთ 1 დეტალი მინდა დავაზუსტო, Xiaomi-ს კამერა AI-ს მხარდაჭერით საკმაოდ კარგ სურათებს იღებს, მაგრამ ჭკვიანმა დეველოპერებმა მოახერხეს და გუგლის კამერა დააპორტირეს ამ მოდელზე, რამაც სურათები ბევრად უკეთესი გახადა, ვიდრე Xiaomi-ს კამერამ, განსაკუთრებით ღამე გადაღებული სურათები. სურათები რომელსაც აწერია SHOT ON POCOPHONE გადაღებულია Xiaomi-ს კამერით, ჩართული AI-თი, დანარჩენი პარამეტრები ავტომატურზე, ხოლო რომელსაც არ აწერია, გადაღებულია გუგლის კამერით.

რაც შეეხება ვიდეოს, Poco-ს შეუძლია 4K ხარისხამდე ვიდეოს ჩაწერა, სამწუხაროდ არ გააჩნია ოპტიკური სტაბილიზაცია და აქვს მხოლოდ პროგრამული, ისიც მხოლოდ 1080P ხარისხში გადაღებისას, ამიტომ თუ კარგი ხარისხის ვიდეოების გადაღება გინდათ მისი უძრავად დაჭერა მოგიწევთ, ასევე ყველა ვიდეო იწერება 30კადრი/წამშით და ძალიან გული მწყდება რომ 60 კადრი/წამშის ფუნქცია არ აქვს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს ამას პროგრამული უზრუნველყოფით გამოასწორებენ. ხმა იწერება სტერეო რეჟიმში და საკმაოდ კარგად, გაეცანით მაგალითებს:

4K ხარისხი, სტაბილიზაციის გარეშე

Full HD ხარისხი პროგრამული სტაბილიზაციით

Full HD ხარისხი პროგრამული სტაბილიზაციით და გუგლის კამერით

შენელებული ვიდეო FULL HD ხარისხში 240 კადრი/წამში

ჩემი აზრი/შეფასება

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 800 ლარად ამაზე უკეთესს ტელეფონს ვერ იყიდით, 1 წამითაც არ ვფიქრობ რომ არჩევანი არასწორ მოდელზე შევაჩერე, მაგრამ რა თქმა უნდა დადებით თვისებებთან ერთად უარყოფითიც გვხვდება.

დადებითი:

  • ტოპ წარმადობა
  • დაბალი ფასი
  • ახალი სტილის გაგრილების სისტემა
  • სტერეო ხმა
  • ულტრა სწრაფი სახის სკანერი და თითის ანაბეჭდის სენსორი
  • 3.5 მმ ჯეკი (ახლანდელ დროში უკვე მიღწევად ითვლება ეს)

უარყოფითი:

  • NFC-ს არარსებობა
  • ზოგიერთ მომხმარებელთან ეკრანზე არათანაბარი განათება
  • ეკრანზე MultiTouch-ის პრობლემა
  • დიდი კუნძული
  • შეტყობინებების ჩვენების პრობლემა (დიდი კუნძულის გამო საათისა და შეტყობინებების ადგილი არ რჩება)
  • პლასტმასის კორპუსი
  • ოპტიკური სტაბილიზაციის არარსებობა