არც ისე დიდი დროა გასული რაც Apple-ს ახალი მოდელები ჩაეშვა გაყიდვაში, მაგრამ რაღაც ისე არ წავიდა როგორც საჭირო იყო…

სექტემბერში Apple-მ წარმოგვიდგინა მისი 3 ახალი სმარტფონი, iPhone Xr, iPhone Xs, iPhone Xs Max რომელშიც ძირითადად ვხვდებით გაუმჯობესებულ პროცესორს და კამერას და ეს 3 სმარტფონი შესაბამისად კატეგორიების მიხედვითაც დაიყო

  • ბიუჯეტური – iPhone Xr
  • არაბიუჯეტური – iPhone Xs
  • არაბიუჯეტური მაგრამ ზომაში დიდი – iPhone Xs MAX

სმარტფონების პრეზენტაციის შემდეგ ეფლმა საერთოდ შეწყვიტა მისი მეათე სერიის სმარტფონების წარმოება და მთელი იმედი ამ 3 სმარტფონზე დაამყარა, მაგრამ რეალობა მწარე აღმოჩნდა, ფასი იმდენად მაღალი იყო და განსხვავება ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის იმდენად დიდი რომ ხალხმა უბრალოდ არ შეიძინა ახალი iPhone. iPhone Xr-ის წარმოება შემცირდა 25%-ით და ხელახლა ჩაეშვა წარმოებაში iPhone X-ი, რომელიც ბევრად იაფი ჯდება მომხმარებლისთვის და სრულიად საკმარისია.

Apple ზუსტად იმ პრობლემის წინაშე დადგა, რა პრობლემაც ანდროიდის ბაზარს დიდი ხანია აწუხებს, ბაზარზე ძალიან ბევრი მოწყობილობაა და მომხმარებელს უჭირს უბრალოდ აირჩიოს, ამიტომ ყიდულობენ იმას რომელიც იაფია.

რეალურად iPhone Xs 200%-ით სწრაფია, ვიდრე მისი წინამორბედი iPhone X, მაგრამ ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მეათე სერიის აიფონის წარმადობა სრულიად საკმარისია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

23/11/2018-ის მდგომარეობით საქართველოში Apple-ს პროდუქტის საშუალო ფასები ასე გამოიყურება

  • iPhone Xs Max: 3700 – 4400 ლარამდე (ვერსიის მიხედვით)
  • iPhone Xs: 3500 – 4100 ლარამდე (ვერსიის მიხედვით)
  • iPhone Xr: 2700 – 3200 ლარამდე (ვერსიის მიხედვით)

 

კარგი ტელეფონი ყოველთვის კარგია, მაგრამ როცა ტელეფონის ფასად, როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, “კაი შეკრულ მანქანას” იყიდი არც ისე კარგია 🙂