ელემენტი – ეს არის ყველაზე მტკივნეული თემა ყველაფრისთვის რასაც ელ. ენერგია სჭირდება 

ყველამ ვიცით, თუ რაოდენ ცუდია როცა სასწრაფო ზარი გაქვს განსახორციებელი და ტელეფონს ვერ რთავ იმიტომ რომ დამჯდარია ან როცა ელექტრომანქანა გყავს და კახეთიდან ბათუმში უნდა ჩახვიდე რაც შეიძლება სწრაფად და კიდევ მრავალი მიზეზის მოყვანა შეიძლება რაშიც გვჭირდება რაც შეიძლება დიდხანს გამძლე ელემენტი.

ჩინეთში ცინხუას უნივერსიტეტის სტარტაპმა Qing Tao Energy Development Co დაიწყო მსოფლიოში პირველი, მყარკორპუსიანი ელემენტების მასიური წარმოება. ასეთი ელემენტები ითვლებიან ელემენტების ევოლუციის შემდეგ ეტაპად, ამ მომენტში ჩვენ ვსარგებლობთ ლითიუმ-იონური ტიპის ელემენტებით, რომელშიც ელექტროლიტი არის თხევად მდგომარეობაში, ხოლო ახალი თაობის ელემენტებში ელექტროლიტი გვხვდება მყარ მდგომარეობაში რასაც რამდენიმე დადებითი თვისება აქვს:

  • არ იჟონება
  • არ ალდება
  • აქვთ უფრო დიდი მოცულობა იგივე ზომაში
  • უფრო ნელა იფიტება

მოდი გრაფიკულად შევხედოთ, უკეთ ჩანს თუ რა განსხვავებაა ლითიუმ იონურსა და მყარკორპუსიან ელემენტს შორის.

ამ მომენტში გაშვებულია ხაზი, რომლის სიმძლავრეც არის 100 მეგავატი/საათში წელიწადში, Qing Tao Energy Development Co ფიქრობს რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდოს წელიწადში 700 მეგავატ/საათამდე. ასევე სტარტაპმა ისიც შეძლო, რომ მიეღწია 400 ვატი*საათში/კგ ენერგიის სიმკვრივემდე, შედარებისთვსი ლითიუმ იონურ ელემენტში ეს მაჩვენებელი შეადგენს 250-300-ს – 33-60%-ით ნაკლებს ვიდრე მყარკორპუსიანი ელემენტის შემთხვევაში.

წარმოების ამ მაჩვენებლით კომპანიას შეუძლია აკუმლატორის გამოშვება წელიწადში მხოლოდ 2000 ელექტრომანქანისთვის, 2020 წლისთვის, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ეს მაჩვენებელი 7-ჯერ გაიზრდება.