ბოლო წლებია სმარტფონში კამერების რაოდენობა ისევე იზრდება როგორც ჩვენი ქვეყნის ვალი, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა LG-იმ ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა.

ბოლოს, რომელზეც ყველაზე მეტი კამერა შევნიშნეთ იყო  5 კამერიანი Nokia, მაგრამ ახლა რას ვხედავთ? პატენტს, რომელშიც გათვალისწინებულია 16 კამერა. მოდი გრაფიკულად შევხედოთ, უფრო საინტერესო ჩანს

რას გააკეთებს ეს 16 კამერა? ყველა სათითაოდ გადაიღებს სურათს სხვადასხვა რაკურსიდან რაც გამოსადექი იქნება სამ განზომილებიანი სურათებისა და მოძრავი სურათების შესაქმნელად. ასევე შეგეძლებათ სურათის სხვადასხვა სექციის ჩანაცვლება სხვა კამერის სექციიდან.

 

რამდენად მოახერხებს LG ამდენი კამერის 1 სმარტფონში ჩატენვას რთული სათქმელია, რადგან ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ჩვეულებრივზე პატარა ლინზების ჩასმა და ამ შემთხვევაშიც კი არაა გარანტირებული, რომ ამას მოახერხებენ. სმარტფონში ისეც ბევრი დეტალია “ჩატენილი” და კიდევ 16 კამერის დამატება რთული იქნება, ასევე პატარა სენსორი დაბალი განათების პირობებში სურათების ხარისხსაც გააფუჭებს.

იდეა ამ მომენტში ისეთივე უაზრობად შეიძლება მოგვეჩვენოს როგორც 2 კამერის შემთხვევაში ერთ დროს, მაგრამ ვნახოთ, იქნებ LG-ის აქვს რაღაც ისეთი გათვალისწინებული, რაც ამ ყველაფრის რეალიზებას მოახდენს?

დაველოდოთ და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ.