Samsung-მა 4 ტერაბაიტამდე მოცულობის იაფი SSD-ები წარადგინა, მასში კი გამოიყენა NAND ფლეშ მეხსიერება MLC არქიტექტურით, რაც SSD დისკებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

“დღეს მომხმარებლები იმაზე დიდ ფაილებს ინახავენ და იყენებენ ვიდრე რამდენიმე წლის წინ – საუბარი მაღალი გაფართოების ვიდეოებზე, დიდ თამაშებზე და ა.შ. ეს კი ზრდის მოთხოვნას დიდი მოცულობის მხარ დისკებზე. Samsung-ი ლიდერია მრავალტერაბაიტიანი SSD-ების წარმოებაში და წარმოგიდგენთ Samsung 860 QVO სერიას, რომელიც გამოირჩევა მაღალი წარმადობით, უსაფრთხოებით და მომგებიანი ყველა მომხმარებლისთვის” – განაცხადა დოქტორმა მაიკ მანგმა, Samsung Electronics-ის მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტმა მეხსიერების მიმართულებით.

860 QVO სერიის SSD-ები აწყობილია SATA ინტერფეისზე და არის 2.5″ ზომის, რაც თავსებადია როგორც პერსონალურ კომპიუტერებთან ასევე ლეპტოპებთან. მათი ზომა და წარმადობა კი იმის საშუალებას იძლევა, რომ რამდენიმე მყარი დისკის მაგივრად მხოლოდ 1 მყარი დისკი გამოიყენოთ.

SSD-ს გააჩნია წაკითხვის 550 მბ/წმ-მდე და ჩაწერის 520მბ/წმ-მდე სიჩქარე. სამსუნგმა ამას მიაღწია V-NAND ტექნოლოგიისა და MJX კონტროლერის საშუალებით, ასევე 860 QVO სერიაში გამოყენებულია Intelligent TurboWrite ტექნოლოგია, რომელიც ზრდის მუშაობის სიჩქარეს და დიდხანს ინარჩუნებს მაღალ წარმადობას.

 

ახალ SSD-ებზე ვრცელდება Samsung-ის შეზღუდული სამწლიანი გარანტია ან 1440 ტბ ჩანაწერი 4ტბ-იანი მოდელისთვის, 720 ტბ ჩანაწერი 2 ტბ მოდელისთვის და 360 ტბ ჩანაწერი 1 ტბ მოდელისთვის.

შეჯამებულად რომ განვიხილოთ:

იერსახე SATA 6 გბ/წმ
ზომა 2,5″
მეხსიერების ტექნოლოგია Samsung V-NAND 4-bit MLC
კონტროლერი Samsung MJX Controller
DRAM მეხსიერება 4 გბ LPDDR4 4 ტბ მოდელისთვის

2 გბ LPDDR4 2 ტბ მოდელისთვის

1 გბ LPDDR4 1 ტბ მოდელისთვის

მოცულობა 4 ტბ, 2 ტბ, 1 ტბ
წაკითხვა/ჩაწერის სიჩქარე 550/520 მბ/წმ-მდე
შემთხვევითი წაკითხვა/ჩაწერის სიჩქარე 97K/89K IOPS-მდე
სამართავი პროგრამა Magician Software
ჩანაწერის საერთო ზომა 1440 ტბ (4 ტბ)

720 ტბ (2 ტბ)

360 ტბ (1 ტბ)

გარანტია შეზღუდული სამწლიანი გარანტია