Android-ის Play Store ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი პლატფორმაა სხვადასხვა პროგრამა/თამაშის გადმოსაწერად, მაგრამ საქართველოში სრულად ხელმისაწვდომი არ იყო.

ალბათ შეგიმჩნევიათ რომ, როცა Play Store-ზე გარკვეულ პროგრამა/თამაშს ეძებთ ის უბრალოდ არ იძებნება, ამ დროს გვიწევს გუგლის ქექვა, აპლიკაციის ჩამოტვირთვა და საკმაოდ დიდი დროის ხარჯვა, რომ ჩვენთვის სასურველი აპლიკაცია დავაინსტალოთ, საუბარი აღარაა განახლებებზე.

რატომ ხდება ეს? ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ აქამდე ჩვენი ქვეყნისთვის არ იყო ხელმისაწვდომი ისეთი აპლიკაციები რომლებიც ფასიანი იყო ან/და უფასო, მაგრამ შესაძლებელი იყო გარკვეული ფუნქციების ყიდვა აპლიკაციაში, ე.წ. In-Game Purchase.

დღეის შემდეგ ეს პრობლემა მოიხსნა, უკვე შეგიძლიათ ნებისმიერი აპლიკაცია თამამად გადმოწეროთ Play Store-დან ყოველგვარი გუგლში ძებნისა და ფანტაზიორობის გარეშე, მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან მაგარი სიახლეა პირადად ჩემთვის და იმედი მაქვს ანდროიდის კიდევ ბევრი მომხმარებლისთვის, ასევე ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რამაც საქართველო ციფრულ სამყაროში უფრო წინა ფლანგზე გაიყვანა!