Bambu Lab-ის „საბეჭდი ფერმებისთვის“ ახალი ინსტრუმენტი გამოჩნდა
კომპანია 3DQue Systems-მა გამოუშვა ახალი ნაკრები, რომელიც Bambu Lab-ის 3D-პრინტერებს დასრულებული ნაბეჭდების ავტომატურად ამოგდების საშუალებას აძლევს. $129-იანი ნაკრები მოიცავს კარის ავტომატურ გამღებსა და სპეციალურ საბეჭდ ზედაპირს.

$129-იანი ნაკრები მოიცავს კარის ავტომატურ გამღებსა და სპეციალურ საბეჭდ ზედაპირს ნაწილების უხახუნოდ ამოსაგდებად.
3DQue Systems-ს სურს, 3D-საბეჭდი ფერმების მუშაობა უფრო მარტივი და ავტომატიზირებული გახადოს. კომპანიამ შეიმუშავა როგორც აპარატურული, ისე პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა AutoFarm3D, მექანიკური სამუშაო პროცესების ჩასანაცვლებლად. ეს მოიცავს ავტომატურ ამოგდებას, როდესაც ნაბეჭდები პირდაპირ საბეჭდი პლატფორმიდან თავად პრინტერის მიერ გადმოიგდება და ასევე, კარის ავტომატური გაღებისა და დახურვის მოდიფიკაციას.
კონცეფცია ახალი არ არის და წარსულშიც გვინახავს, როგორ ამატებდნენ იუთუბერები g-კოდის ნაწილს, რომელიც საბეჭდ თავს აიძულებდა, დასრულებული ნაბეჭდი პლატფორმიდან გადაეგდო.
თუმცა, Bambu Lab-ის Core XY-პრინტერები უნიკალურ პრობლემას ქმნის: კარები. თქვენ არ შეგიძლიათ, უბრალოდ, დახაროთ P1S — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული 3D-პრინტერი, რომელსაც საბეჭდი ფერმები იყენებენ — და კარი დახურული დატოვოთ. დახურული პრინტერები გამოიყენება საინჟინრო კლასის მასალებისთვის სტაბილური ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ამიტომ კარის მოხსნა ვარიანტი არ არის.
3DQue-მ ამ პრინტერებისთვის ავტომატური გამღები შექმნა, რომელიც კარის კუთხეში მაგრდება და მას ბრძანებით აღებს.
კარის ავტომატური გამღები მუშაობს 3DQue-ს AutoFarm3D ფერმის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფასთან. სისტემა აფიქსირებს, როდის სრულდება ბეჭდვა, აღებს კარს, ასუფთავებს ნაბეჭდს საბეჭდი თავის გამოყენებით, შემდეგ ხურავს კარს და თავიდან იწყებს პროცესს.
AutoFarm3D სისტემა ასევე იყენებს სპეციალიზებულ საბეჭდ ზედაპირს, სახელად VAAPR (Variable Adhesion for Automated Part Release), რათა უზრუნველყოს ნაწილის უხახუნოდ გამოშვება, როგორც კი ზედაპირი გაცივდება. ის მუშაობს PLA, PETG, ASA, ABS, Nylon-თან და სხვა მასალებთან.
ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.
გაზიარება
როგორია თქვენი რეაქცია?






