Google ადასტურებს, რომ ევროკავშირის AI-ს პრაქტიკის კოდექსს ხელს მოაწერს

თავდაპირველი წინააღმდეგობის შემდეგ, Google-ი დათანხმდა, ხელი მოაწეროს ევროკავშირის AI-ს პრაქტიკის ნებაყოფლობით კოდექსს. ეს ნაბიჯი მკვეთრად განსხვავდება Meta-ს პოზიციისგან და ხაზს უსვამს ევროპაში AI-რეგულაციების მზარდ გავლენას.

Google ადასტურებს, რომ ევროკავშირის AI-ს პრაქტიკის კოდექსს ხელს მოაწერს

კომპანიას ევროპაში ახალი მტრების შეძენა არ სურს.

საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს
საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს

Big Tech-ი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება AI-ზე, მაგრამ ბევრი კომპანია რეგულაციების მიმართ ალერგიულია. იშვიათი ნაბიჯით, Google-მა დაადასტურა, რომ ის ხელს მოაწერს ევროკავშირის AI-ს პრაქტიკის კოდექსს — ჩარჩოს, რომელსაც ის თავდაპირველად ზედმეტად მკაცრად მიიჩნევდა და ეწინააღმდეგებოდა.

თუმცა, Google-ი ბოლომდე არ იზიარებს ევროპის მცდელობებს, გააკონტროლოს AI-ის აფეთქება. კომპანიის გლობალურ საქმეთა ხელმძღვანელმა, კენტ უოლკერმა, აღნიშნა, რომ კოდექსმა, შესაძლოა, ინოვაცია შეაფერხოს, თუ ის ფრთხილად არ იქნება გამოყენებული და სწორედ ამის თავიდან აცილება სურს Google-ს.

მიუხედავად იმისა, რომ Google-ი თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა პრაქტიკის კოდექსს, უოლკერის თქმით, ევროკომისიამ კარგად მიიღო მათი შენიშვნები და შედეგად, შეიქმნა იურიდიული ჩარჩო, რომელსაც, მისი აზრით, შეუძლია, ევროპას „უსაფრთხო, პირველი კლასის AI ინსტრუმენტებზე“ წვდომა მისცეს. კომპანია ამტკიცებს, რომ ასეთი ინსტრუმენტების კონტინენტზე გავრცელებამ, შესაძლოა, 2034 წლისთვის ეკონომიკა ყოველწლიურად 8%-ით (დაახლოებით 1.8 ტრილიონი ევრო) გაზარდოს.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ხელშეკრულებას ხელს აწერს, როგორც ჩანს, ის დაინტერესებულია, გავლენა მოახდინოს მის იმპლემენტაციაზე. უოლკერის თქმით, Google-ი კვლავ შეშფოთებულია, რომ საავტორო უფლებების სახელმძღვანელოების გამკაცრებამ და სავაჭრო საიდუმლოებების იძულებითმა გამჟღავნებამ, შესაძლოა, ინოვაცია შეანელოს. „მაგიდასთან ჯდომა“ მას რეგულაციებზე გავლენის მოხდენას გაუადვილებს, ვიდრე ზოგიერთი კონკურენტის მსგავსად, ნებაყოფლობით შესაბამისობაზე უარის თქმა.

Google-ის პოზიცია მკვეთრად განსხვავდება Meta-სგან, რომელმაც კატეგორიული უარი თქვა შეთანხმების ხელმოწერაზე. Facebook-ის მფლობელმა განაცხადა, რომ ნებაყოფლობითი პრაქტიკის კოდექსმა, შესაძლოა, ზედმეტი შეზღუდვები დააწესოს მოწინავე მოდელების განვითარებაზე. Microsoft-ი ჯერ კიდევ განიხილავს შეთანხმებას და, შესაძლოა, საბოლოოდ ხელი მოაწეროს მას, OpenAI-მ კი მიანიშნა, რომ კოდექსს ხელს მოაწერს.

ყოვლისმომცველი AI ჩარჩო

აშშ თავს იკავებს AI-ს რეგულირებისგან და ამჟამინდელი ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს იმ მცირე შეზღუდვების მოსახსნელად, რომლებიც არსებობს. ევროპა კი, ამის საპირისპიროდ, AI ინსტრუმენტების შესაძლო ნეგატიურ გავლენას სერიოზულად ეკიდება და სწრაფად განვითარებად მარეგულირებელ ჩარჩოს ქმნის.

AI-ს პრაქტიკის კოდექსი მიზნად ისახავს, AI ფირმებს ცვალებადი ლანდშაფტის ფონზე მეტი გარკვეულობა შესძინოს. ის 1000-ზე მეტი სამოქალაქო ჯგუფის, აკადემიკოსისა და ინდუსტრიის ექსპერტის მონაწილეობით შემუშავდა. ევროკომისიის თქმით, კომპანიები, რომლებიც ნებაყოფლობით კოდექსს მიიღებენ, ნაკლები ბიუროკრატიული ტვირთით ისარგებლებენ, რაც გააადვილებს ბლოკის AI აქტთან შესაბამისობას, რომელიც გასულ წელს შევიდა ძალაში.

კოდექსის პირობების თანახმად, Google-ს მოუწევს, გამოაქვეყნოს თავისი მოდელის საწვრთნელი მონაცემების შეჯამება და მარეგულირებლებს მოდელის დამატებითი მახასიათებლები გაუმჟღავნოს.

ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Meta, რომლებიც კოდექსს ხელს არ აწერენ, რეგულაციას თავს ვერ აარიდებენ. ევროპაში მოქმედ ყველა AI კომპანიას მოუწევს AI აქტის დაცვა, რომელიც მოიცავს გენერაციული AI სისტემებისთვის მსოფლიოში ყველაზე დეტალურ მარეგულირებელ ჩარჩოს. კანონი კრძალავს AI-ს მაღალი რისკის გამოყენებას, როგორიცაა მომხმარებლების განზრახ მოტყუება ან მანიპულირება, სოციალური რეიტინგის სისტემები და რეალურ დროში ბიომეტრიული სკანირება საჯარო სივრცეებში. კომპანიები, რომლებიც AI აქტის წესებს დაარღვევენ, შესაძლოა, დაჯარიმდნენ 35 მილიონ ევრომდე ($40.1 მილიონი) ან დამრღვევის გლობალური შემოსავლის 7%-მდე.

ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.

გაზიარება

როგორია თქვენი რეაქცია?

მოწონება მოწონება 0
არ მომწონს არ მომწონს 0
სიყვარული სიყვარული 0
სასაცილო სასაცილო 0
გაბრაზებული გაბრაზებული 0
მოწყენილი მოწყენილი 0
ვაუ ვაუ 0