კრიპტორევოლუციის „მოჭრილი თითებისა და გატაცებების“ ეტაპზე გადავედით

ევროპაში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სასტიკი დანაშაულების ტალღა ფიქსირდება. საფრანგეთში მძევლებს გამოსასყიდის მოთხოვნით თითებს აჭრიან. ექსპერტები აფრთხილებენ, რომ ონლაინ სიმდიდრის აფიშირება სახიფათოა.

კრიპტორევოლუციის „მოჭრილი თითებისა და გატაცებების“ ეტაპზე გადავედით

ევროპაში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული გატაცებების ტალღა ფიქსირდება.

საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს
საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს

საფრანგეთის პოლიცია (gendarmes) კრიპტო-დანაშაულებთან ბრძოლით არის დაკავებული, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი ფინანსური სქემები და თაღლითობები, რომელთა შესახებაც, როგორც წესი, ვკითხულობთ. არა, ეს დანაშაულები მოიცავს გატაცებებს, (რამდენიმე) მოჭრილ თითს და (რამდენიმე) ადამიანს, რომლებიც მანქანის საბარგულიდან იხსნეს — ერთხელ, ბენზინით გაჟღენთილიც კი.

გასული შაბათ-კვირა განსაკუთრებით დატვირთული იყო: 1 მაისს, პარიზის მე-14 ოლქის ქუჩებიდან სათხილამურო ნიღბებში გამოწყობილმა კაცებმა ხანდაზმული ჯენტლმენი გაიტაცეს. გატაცებული მამაკაცი, როგორც ჩანს, იმ ადამიანის მამა იყო, რომელმაc კრიპტოვალუტით დიდი ფული იშოვა. გამტაცებლებმა მამაკაცის შვილისგან მრავალმილიონიანი გამოსასყიდი მოითხოვეს.

Le Monde-ის თანახმად, გატაცებული მამა პარიზის გარეუბანში მდებარე სახლში გადაიყვანეს, სადაც გამოსასყიდზე მოლაპარაკებების დროს მას ერთ-ერთი თითი მოაჭრეს. პოლიცია შიშობდა, რომ „სხვა დასახიჩრებებიც“ მოხდებოდა, თუ მამაკაცს ვერ იპოვიდნენ, მაგრამ მათ ამ შაბათ-კვირას სახლს მიაგნეს და შტურმით აიღეს, რა დროსაც ხუთი 20-წლამდე ასაკის პირი დააკავეს.

ეს იზოლირებული შემთხვევა არ არის

ეს ამ წლის მეორე ასეთი ინციდენტი იყო. იანვარში, კრიპტო-ექსპერტი დევიდ ბალანდი თავის პარტნიორთან ერთად 21 იანვარს გაიტაცეს. ბალანდი სახლში წაიყვანეს, სადაც მასაც თითი მოაჭრეს. პოლიციას ბალანდის ბიზნესპარტნიორი დაუკავშირდა, რომელმაc მიიღო თითის ვიდეო და კრიპტოვალუტაში დაახლოებით 10 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდის მოთხოვნა. ბალანდი პოლიციის რეიდის შედეგად მალევე გაათავისუფლეს.

  • რამდენიმე კვირით ადრე, თავდამსხმელები იმ ადამიანის სახლში მივიდნენ, რომლის შვილიც „დუბაიში დაფუძნებული კრიპტო-ინფლუენსერი“ იყო. გამტაცებლებმა მამის ცოლი და ქალიშვილი შეაბეს, თავად მამაკაცი კი მანქანაში ძალით ჩასვეს. ის მხოლოდ 24 საათის შემდეგ იპოვეს მანქანის საბარგულში ნორმანდიაში, შეკრული და ფიზიკური ძალადობის ნიშნებით, ბენზინით გაჟღენთილი.

  • ამ წლის დასაწყისში ესპანეთში, სამმა ბრიტანელმა კაცმა კიდევ ერთი ბრიტანელი გაიტაცა; გამტაცებლები კრიპტოვალუტაში 30,000 ევროს ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, „წამებითა და სიკვდილით“ ემუქრებოდნენ. გატაცებული მამაკაცი 9 მეტრის სიმაღლის აივნიდან გადახტომით გაიქცა და ორივე კოჭი მოიტეხა.

  • ბელგიაში, მამაკაცმა, რომელმაc ონლაინ დაპოსტა, რომ „მისი კრიპტო-საფულე ახლა 1.6 მილიონი ევრო ღირდა“, აღმოაჩინა, რომ რამდენიმე კვირაში მისი ცოლის გატაცება სცადეს.

აშშ-ში განხორციელებული სახლში შეჭრა

მსგავსი რამ აშშ-შიც ხდება. გასულ წელს, ფლორიდაში დაფუძნებული ბანდა ახორციელებდა სახლებში შეჭრას იმ ადამიანების გასაძარცვად, რომლებიც, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტას ფლობდნენ. ერთ-ერთი მათი თავდასხმა დურჰემში, ჩრდილოეთ კაროლინაში, მოხდა:

დილის 7:30 საათზე თავდამსხმელები სახლს მიადგნენ. როდესაც ცოლმა კარი გააღო, ისინი სათხილამურო ნიღბებში და სათვალეებში იყვნენ — და ხელში პისტოლეტები ეჭირათ. ისინი სახლში შეიჭრნენ. ქალმა იკივლა, მისი ქმარი კი სამზარეულოდან გამოვიდა და დაინახა, რომ ისინი ჩხუბობდნენ. თავდამსხმელებმა ქმარს სახეში დაარტყეს და ორივე სახლის მეპატრონეს ხელ-ფეხი შეუკრეს.

ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ქმარი იარაღის მუქარით სახლის უკან მდებარე ოფისში შეიყვანა. იქ მუქარა სწრაფად დაიწყო — თავდამსხმელი ამბობდა, რომ კაცს ფეხის თითებს მოაჭრიდა, ან გენიტალიებს. მას ესროდა. მის ცოლს გააუპატიურებდა. ერთადერთი გამოსავალი თანამშრომლობა იყო და ეს ნიშნავდა, დახმარებოდა თავდამსხმელს, შესულიყო მამაკაცის Coinbase ანგარიშზე.

კრიპტოვალუტა ანონიმურად და ძნელად მისაგნებად აღიქმება — თუმცა ეს ყოველთვის სიმართლე არ არის — და ბიტკოინის ფასის უზარმაზარმა რყევებმა ბოლო წლებში ბევრი ახალი მილიონერი შექმნა, რომელთაგან ბევრი სიამოვნებით აფიშირებს თავის ახლადშეძენილ სიმდიდრეს ონლაინ. თუმცა, ეს ცუდი იდეაა.

ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.

გაზიარება

როგორია თქვენი რეაქცია?

მოწონება მოწონება 0
არ მომწონს არ მომწონს 0
სიყვარული სიყვარული 0
სასაცილო სასაცილო 0
გაბრაზებული გაბრაზებული 0
მოწყენილი მოწყენილი 0
ვაუ ვაუ 0