მკვლევარი X-ს სასამართლოთი ემუქრება, მას შემდეგ, რაც კომპანიამ ის ფრანგულ გამოძიებასთან მცდარად დააკავშირა

ილონ მასკის X-ი უარს ამბობს, საფრანგეთის ხელისუფლებას მომხმარებელთა მონაცემები გადასცეს, თუმცა, ამ პროცესში, შეცდომით დაასახელა მკვლევარი, რომელიც ახლა კომპანიას ცილისწამებისთვის სასამართლოთი ემუქრება.

მკვლევარი X-ს სასამართლოთი ემუქრება, მას შემდეგ, რაც კომპანიამ ის ფრანგულ გამოძიებასთან მცდარად დააკავშირა

მასკის X-ი უარს ამბობს, ფრანგ პოლიციას „ყველა მომხმარებლის პოსტზე რეალურ დროში მონაცემები“ გადასცეს.

საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს
საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს

ილონ მასკის X-ი უარს ამბობს, საფრანგეთის ხელისუფლებას მონაცემები გადასცეს და აცხადებს, რომ ის თავისი მომხმარებლების სიტყვის თავისუფლებასა და კონფიდენციალურობას იცავს. კომპანია ალგორითმებით სავარაუდო მანიპულირების შესახებ სისხლის სამართლის გამოძიებას „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს.

ორშაბათს, X-ის გლობალურ საქმეთა დეპარტამენტის ექაუნთზე გამოქვეყნებულ პოსტში, კომპანიამ უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ საფრანგეთის გამოძიება „უხეშად ძირს უთხრის X-ის სათანადო სამართლებრივი პროცედურის ფუნდამენტურ უფლებას და საფრთხეს უქმნის ჩვენი მომხმარებლების კონფიდენციალურობისა და სიტყვის თავისუფლების უფლებებს“.

მონაცემების გადაცემაზე უარის თქმისას, X-მა დაადანაშაულა ფრანგი პოლიტიკოსი, ერიკ ბოტორელი, გამოძიების წამოწყებაში. ამ თვის დასაწყისში Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ხელისუფლება ეჭვობდა, რომ X-ი აძლიერებდა სიძულვილის შემცველ, რასისტულ და ჰომოფობიურ კონტენტს.

იმის გასარკვევად, X-ი განზრახ მანიპულირებდა თუ არა თავისი ალგორითმით, საფრანგეთის ხელისუფლებამ „მოითხოვა წვდომა X-ის რეკომენდაციების ალგორითმსა და პლატფორმაზე ყველა მომხმარებლის პოსტზე რეალურ დროში მონაცემებზე, რათა რამდენიმე „ექსპერტს“ გაეანალიზებინა მონაცემები და, სავარაუდოდ, „გამოევლინა სიმართლე“ X-ის პლატფორმის მუშაობის შესახებ,“ — განაცხადა X-მა.

შეცდომა, რომელმაც შესაძლოა, სასამართლომდე მიგვიყვანოს

თუმცა, როგორც ჩანს, X-მა მოთხოვნის უარყოფისას ზოგიერთი ფაქტი აურია. ყველაზე თვალსაჩინო ის არის, რომ X-მა გამოძიებაში ორი, სავარაუდოდ, მიკერძოებული ექსპერტი დაასახელა და მათგან სულ მცირე ერთმა ყოველგვარი ჩართულობა უარყო.

X-ი ამტკიცებდა, რომ დავიდ შავალარიასი, „Escape X“ კამპანიის ხელმძღვანელი, რომელიც X-ის მომხმარებლებს პლატფორმის დატოვებისკენ მოუწოდებს, მის ყოფილ კვლევით პარტნიორთან, მაზიარ პანაჰისთან, ერთად მონაცემების შესაფასებლად შეირჩა.

თუმცა, პანაჰიმ Reuters-ს განუცხადა, რომ, მისი აზრით, X-მა ის „შეცდომით“ დაადანაშაულა, მხოლოდ შავალარიასთან მისი წარსული კავშირის გამო. მან ასევე განმარტა, რომ მის არცერთ პროექტს „არასდროს ჰქონია რაიმე მტრული განზრახვა X-ის მიმართ“ და დაემუქრა კომპანიას იურიდიული ქმედებით ცილისწამებისგან თავის დასაცავად, თუ ის X-ის შეცდომის გამო „რაიმე სახის სიძულვილის ენის“ სამიზნე გახდებოდა.

„ის ფაქტი, რომ ჩემი სახელი ასეთი მცდარი ფორმით იქნა ნახსენები, აჩვენებს, თუ რა მცირე პატივისცემა აქვთ მათ სხვების ცხოვრების მიმართ,“ — განუცხადა პანაჰიმ Reuters-ს.

X-ი უარყოფს, რომ „ორგანიზებული დაჯგუფებაა“

X-ი აცხადებს, რომ „ბნელში რჩება პლატფორმის წინააღმდეგ წაყენებული კონკრეტული ბრალდებების შესახებ“ და ფრანგულ პოლიციას „საფრანგეთის კანონმდებლობის დამახინჯებაში პოლიტიკური დღის წესრიგის მოსარგებად და, საბოლოო ჯამში, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში“ ადანაშაულებს.

პრესრელიზი მართლაც ბუნდოვანია იმის შესახებ, თუ რის გარკვევას ცდილობს ფრანგული პოლიცია. ყველა, რასაც საფრანგეთის ხელისუფლება ამბობს, არის ის, რომ ისინი X-ს იძიებენ „ავტომატიზებული მონაცემთა დამუშავების სისტემის მუშაობაში ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩარევისა“ და „მონაცემების თაღლითურად ამოღების“ ბრალდებით.

როგორც ჩანს, X-ს ყველაზე მეტად „ორგანიზებულ დაჯგუფებად“ კლასიფიცირება აღელვებს. ეს სტატუსი, მისი თქმით, „ჩვეულრივ, ნარკოკარტელებისთვის ან მაფიოზური ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი“. X-ის მტკიცებით, ამ კლასიფიკაციით ფრანგ პოლიციას შეუძლია, გამოიყენოს ფართო საგამოძიებო უფლებამოსილებები, მათ შორის, „X-ის თანამშრომლების პირადი მოწყობილობების მოსმენა“.

თუმცა, საფრანგეთი, როგორც ჩანს, ცდილობს, გაამკაცროს ბრძოლა პლატფორმებთან, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულს ხელს უწყობენ. გასულ წელს, Telegram-ის CEO, პაველ დუროვი, საფრანგეთში დააკავეს ანალოგიური ბრალდებით.

შესაძლებელია, რომ საფრანგეთს გამოძიების შეჩერება მოუწიოს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა შეაჩერა საკუთარი გამოძიება X-ის წინააღმდეგ, რათა დონალდ ტრამპთან სავაჭრო მოლაპარაკებებს შეუწყოს ხელი.

ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.

გაზიარება

როგორია თქვენი რეაქცია?

მოწონება მოწონება 0
არ მომწონს არ მომწონს 0
სიყვარული სიყვარული 0
სასაცილო სასაცილო 0
გაბრაზებული გაბრაზებული 0
მოწყენილი მოწყენილი 0
ვაუ ვაუ 0