ენთუზიასტმა 3D-პრინტერით Logitech MX Master 3S-ის ცაციებისთვის განკუთვნილი ვერსია დაბეჭდა

„მეიკერმა“ მათიას დებლაიზერმა შექმნა და ღია კოდის სახით გააზიარა პოპულარული Logitech MX Master 3S მაუსის 3D-დასაბეჭდი მოდელი, რომელიც სპეციალურად ცაციებისთვისაა შექმნილი.

ენთუზიასტმა 3D-პრინტერით Logitech MX Master 3S-ის ცაციებისთვის განკუთვნილი ვერსია დაბეჭდა

მან მარჯვენა ხელისთვის შექმნილი ღილაკების მოუხერხებელი განლაგება გამოასწორა.

საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს
საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს

ბევრი თანამედროვე სათამაშო მაუსის დიზაინი ფიზიკურად სიმეტრიულია — ეს როგორც მემარჯვენე, ისე ცაცია მომხმარებლებს მათ გამოყენებას უმარტივებს. თუმცა, ისეთი კომპანიები, როგორიცაა Logitech-ი, ამ ტენდენციას ჩამოშორდნენ და შექმნეს ერგონომიული დიზაინები, როგორიც პოპულარულ Logitech MX Master 3S-ს აქვს. ეს მაუსი ექსკლუზიურად მემარჯვენე მომხმარებლებისთვისაა შექმნილი, ზოგიერთი ღილაკი კი ერთ მხარესაა ორიენტირებული.

ამ ექსკლუზიურობით უკმაყოფილო ენთუზიასტმა, მათიას დებლაიზერმა, გადაწყვიტა, დიზაინი შეებრუნებინა და 3D-პრინტერით ცაცია მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ვერსია დაებეჭდა.

მაუსის მემარჯვენე განლაგება ბევრად მეტს მოიცავს, ვიდრე უბრალოდ მის ფორმას. მხოლოდ კორპუსის შებრუნება საკმარისი არ არის, არსებობს შიდა კომპონენტები, რომლებიც სწორ ადგილას უნდა დამონტაჟდეს, რათა გამართულად იმუშაოს. ცაციებისთვის განკუთვნილი MX Master 3S-ი შიდა აპარატურას ითვალისწინებს და ცაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მაუსი სრულად, დანიშნულებისამებრ გამოიყენონ.

ამ პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამ დებლაიზერის გადაწყვეტილება იყო, თავისი ქმნილება საზოგადოებისთვის გაეზიარებინა. პროექტის დიზაინი ღია კოდის (open source) სახით გამოქვეყნდა, ასე რომ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ის Printables-იდან გადმოწეროს და თავად დაბეჭდოს.

რჩევები ენთუზიასტებს

თუ თავად გადაწყვეტთ კორპუსის დაბეჭდვას, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, თუ რა მასალის გამოყენებას აპირებთ და როგორ დაამუშავებთ ნაბეჭდს. თუ მას ყოველდღიურად გამოიყენებთ, სავარაუდოდ, ცვეთა იქნება. ჩვენ გირჩევთ, გამოიყენოთ უფრო მტკიცე მასალა, როგორიცაა ABS ან PETG, და არა PLA.

სანამ Logitech-ი Logitech MX Master 3S-ის ცაციებისთვის განკუთვნილი ვერსიის გამოშვებას გადაწყვეტს, ეს ერთადერთი გზაა, რომ ცაციებმა იმ ერგონომიული სიამოვნებით ისარგებლონ, რომელსაც ის იძლევა. ამ მოდიფიკაციის დასასრულებლად, თქვენ მაინც დაგჭირდებათ ორიგინალი Logitech MX Master 3S. ეს ნიშნავს, რომ Logitech-ი ფინანსურ წნეხს არ იგრძნობს ცაციებისგან, რომლებიც მაუსს მაინც ყიდულობენ შებრუნებული კორპუსის დაბეჭდვის განზრახვით.

ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.

გაზიარება

როგორია თქვენი რეაქცია?

მოწონება მოწონება 0
არ მომწონს არ მომწონს 0
სიყვარული სიყვარული 0
სასაცილო სასაცილო 0
გაბრაზებული გაბრაზებული 0
მოწყენილი მოწყენილი 0
ვაუ ვაუ 0