ანალიტიკოსი: Apple, გავრცელებული ინფორმაციით, iPhone-ის ჩიპზე მომუშავე უფრო იაფ MacBook-ზე მუშაობს
მომარაგების ჯაჭვის ანალიტიკოსის, მინ-ჩი კუოს, ინფორმაციით, Apple-ი გეგმავს, გამოუშვას ახალი, 13-დუიმიანი MacBook-ი, რომელიც A18 Pro (iPhone 16 Pro-ს ჩიპი) პროცესორზე იმუშავებს და MacBook Air-ზე იაფი ეღირება.

უფრო ხელმისაწვდომი MacBook-ი, შესაძლოა, ასევე ვერცხლისფერი, ლურჯი, ვარდისფერი ან ყვითელი იყოს.
გავრცელებული ინფორმაციით, Apple-ი ახალ, უფრო იაფ MacBook-ზე მუშაობს, რომელიც თავდაპირველად iPhone-ისთვის შექმნილ ჩიპს გამოიყენებს. მომარაგების ჯაჭვის ანალიტიკოსმა, მინ-ჩი კუომ, X-ზე დაპოსტა, რომ კომპანია გეგმავს ახალი, 13-დუიმიანი ლეპტოპის გამოშვებას, რომელიც A18 Pro ჩიპზე იმუშავებს.
ლეპტოპი, რომელიც, კუოს თქმით, 2025 წლის ბოლოს ან 2026 წლის დასაწყისში გამოვა, Apple-ის პირველი Mac-ი იქნება, რომელიც A-სერიის ჩიპზე მუშაობს. A18 Pro, რომელიც iPhone 16 Pro-სა და iPhone 16 Pro Max-ს კვებავს, Geekbench 6-ის ერთბირთვიან ბენჩმარკში საშუალოდ 3,400-იან, ხოლო მრავალბირთვიანში 8,500-8,600 ქულას აგროვებს.
ეს ერთბირთვიანი ქულები მხოლოდ ოდნავ დაბალია, ვიდრე M4-ის, რომელიც იმავე ტესტში 3,400-დან 3,700 ქულამდე მერყეობს. მრავალბირთვიანი ქულა კი ბევრად უფრო ახლოსაა ორიგინალი M1 თაობასთან, რომელიც ასევე დაახლოებით 8,500 ქულას აგროვებს.
ეს მოწყობილობა, გავრცელებული ინფორმაციით, ასევე სხვადასხვა ფერში გამოვა, მათ შორის ვერცხლისფერში, ლურჯში, ვარდისფერსა და ყვითელში.
კუო აცხადებს, რომ Apple-ი 2026 წელს ამ პროდუქტის 5-7 მილიონი ერთეულის გაყიდვას გეგმავს. უცნობია, რა ეღირება ის, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს იქნება საწყისი დონის ლეპტოპები, რომლებიც $999-იან MacBook Air-ზე იაფი იქნება. M3 MacBook Air-ის ფასი ახალ მდგომარეობაში ფასდაკლებით $799-მდე დაცემულა. Apple-ის ამჟამინდელი ხელმისაწვდომი შეთავაზება Walmart-შია, რომელიც ყიდის M1 MacBook Air-ს ძველი დიზაინით, 256GB საცავითა და 8GB ოპერატიული მეხსიერებით $649-ად.
უფრო დაბალმა ფასმა, შესაძლოა, Apple-ს საშუალება მისცეს, კონკურენცია გაუწიოს უფრო იაფ Chromebook-ებსა და საშუალო დონის Windows-ლეპტოპებს საგანმანათლებლო ბაზარზე და იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც თავიანთ ლეპტოპებს, შესაძლოა, მხოლოდ იმეილისთვის, ვებ-ბრაუზინგისა და სხვა მარტივი ამოცანებისთვის იყენებენ.
რეფერენს-დიზაინს, გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში, შენჟენში, მდებარე Everwin Precision-ი აწვდის. ლეპტოპის გარდა, კუო ამტკიცებს, რომ Everwin-ი აწარმოებს ჩარჩოებს ჭკვიანი სათვალეებისთვის, რომლებიც 2027 წელს უნდა გამოვიდეს. მათ ექნებათ აუდიო-აღწარმოება, კამერა და ვიდეოჩაწერა, Meta-ს AI სათვალეების მსგავსად, ასევე „გარემოს AI-სენსორი“. კუოს თქმით, სათვალეებს ეკრანის ფუნქციონალი არ ექნება.
ვნახოთ, გამართლდება თუ არა რომელიმე ან ყველა ეს პროგნოზი.
ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.
გაზიარება
როგორია თქვენი რეაქცია?






