Dell-ის ახალი „Premium“ ლეპტოპები არსებითად XPS-ია — Intel Core Ultra Series 2 ჩიპები 14 და 16-დუიმიან მოდელებში

Dell-მა XPS ბრენდის გაუქმების შემდეგ თავისი ახალი ფლაგმანური ლეპტოპები, Dell Premium 14 და 16, წარადგინა. ახალი მოდელები აღჭურვილია Intel-ის Core Ultra 200H სერიის პროცესორებითა და Nvidia-ს RTX 50 სერიის GPU-ებით.

Dell-ის ახალი „Premium“ ლეპტოპები არსებითად XPS-ია — Intel Core Ultra Series 2 ჩიპები 14 და 16-დუიმიან მოდელებში

Dell-მა თავისი ახალი ფლაგმანური ლეპტოპები, Dell Premium 14 და 16, XPS ბრენდის გაუქმების შემდეგ წარადგინა. ახალი ლეპტოპები აღჭურვილია Intel Core Ultra 200H სერიის პროცესორებით და ხელმისაწვდომია 14 და 16-დუიმიანი მოდელების სახით.

საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს
საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს

ახალი მოდელები აღჭურვილია 14.5-დუიმიანი ეკრანით Dell 14 Premium-ზე და 16.3-დუიმიანი ეკრანით Dell 16 Premium-ზე, Dell-ის InfinityEdge ჩარჩოებით. ისინი ოდნავ დიდია, ვიდრე XPS მოდელები, რომლებსაც ანაცვლებენ, მაგრამ სხვა მხრივ, დიდად ჰგვანან თავიანთ წინამორბედებს.

ეკრანის ვარიანტები მოიცავს OLED პანელებს 4K-მდე რეზოლუციითა და 120Hz ცვლადი განახლების სიხშირით. შიგნით კი, Intel Core Ultra 200H პროცესორი და მეხსიერებაა, რომლის სიჩქარეც 8400 MHz-მდე აღწევს.

Dell-ის მტკიცებით, ბატარეის ხანგრძლივობა სტრიმინგის რეჟიმში Dell 14 Premium-ზე 20 საათამდეა, ხოლო Dell 16 Premium-ზე — 27 საათამდე. ბუნებრივია, თქვენი შედეგი შეიძლება, განსხვავებული იყოს, არჩეული კონფიგურაციისა და გამოყენების მიხედვით.

კონფიგურაციები და ფასები

Dell 16 Premium

  • პროცესორი: Intel Core Ultra 9

  • გრაფიკა: Nvidia-ს RTX 50 სერიის ლეპტოპის GPU-ები, კერძოდ RTX 5060.

  • მეხსიერება/საცავი: Ultra 7 ვარიანტს 32GB ოპერატიული მეხსიერება და 1TB M.2 NVMe საცავი აქვს

  • ფასი: იწყება $2,699-დან.

Dell 14 Premium

  • პროცესორი: Ultra 7

  • გრაფიკა: სტანდარტულად Intel Arc გრაფიკა, თუმცა შეგიძლიათ, განაახლოთ საკმაოდ სუსტ Nvidia RTX 4050-ზე.

  • მეხსიერება/საცავი: მეხსიერების ვარიანტები 16GB-დან იწყება (32GB-მდე განახლებადი), სტანდარტულად კი 512GB SSD საცავი მოჰყვება.

  • ეკრანი: 14-დუიმიან მოდელს 4K-ს მხარდაჭერა არ აქვს, მაგრამ ორივე ზომა სენსორული ეკრანითაა ხელმისაწვდომი.

ორივე ლეპტოპი Windows 11-ზე მუშაობს და აღჭურვილია Copilot-ის AI ფუნქციების აუცილებელი ნაკრებით. მათ ასევე აქვთ Wi-Fi 7, Bluetooth 5.4, 1080p 30 კადრი/წმ-ში FHD RBG-IR ვებკამერა და ხელმისაწვდომია ორ ფერში: გრაფიტისა და პლატინის.

I/O პორტები თქვენს მოდელზეა დამოკიდებული, მაგრამ სტანდარტულად მიიღებთ 1 microSDXC v7.1 სლოტს, უნივერსალურ აუდიო ჯეკს და 3 Thunderbolt 4 Gen 2 Type-C პორტს. Dell-მა ასევე მიანიშნა RTX 5070 მოდელებზე, ისევე როგორც Intel Arc-ის ვარიანტებზე უფრო დიდი, 16-დუიმიანი მოდელისთვის, რომლებიც, მისი თქმით, „მალე იქნება ხელმისაწვდომი“.

ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.

გაზიარება

როგორია თქვენი რეაქცია?

მოწონება მოწონება 0
არ მომწონს არ მომწონს 0
სიყვარული სიყვარული 0
სასაცილო სასაცილო 0
გაბრაზებული გაბრაზებული 0
მოწყენილი მოწყენილი 0
ვაუ ვაუ 0