„ჩინეთის ჩიპების წარმოების პროგრესის შეჩერება უაზრო საქმეა“ — აშშ-ის ვაჭრობის ყოფილი მდივანი

ბაიდენის ადმინისტრაციის ვაჭრობის ყოფილმა მდივანმა, ჯინა რაიმონდომ, განაცხადა, რომ აშშ-მა ჩინეთთან კონკურენციაში აქცენტი შიდა ინოვაციებზე უნდა გააკეთოს და არა აკრძალვებსა და სანქციებზე. მისი თქმით, CHIPS Act-ი ექსპორტის კონტროლზე უფრო მნიშვნელოვანია.

„ჩინეთის ჩიპების წარმოების პროგრესის შეჩერება უაზრო საქმეა“ — აშშ-ის ვაჭრობის ყოფილი მდივანი

ინვესტიციები ნახევარგამტარების წარმოებასა და ინოვაციაში აკრძალვებსა და სანქციებზე უფრო მნიშვნელოვანია.

საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს
საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს

აშშ-ის ვაჭრობის ყოფილმა მდივანმა, ჯინა რაიმონდომ, ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანამ მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს შიდა ინოვაციებში ინვესტიციებზე, ვიდრე აკრძალვებსა და სანქციებზე. „ჩინეთის შეჩერების მცდელობა უაზრო საქმეა,“ — განაცხადა პოლიტიკოსმა. მან ასევე დაამატა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის CHIPS and Science Act-ი, რომელმაც ქვეყანას აიძულა, ჩიპების ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ბოლო 28 წლის განმავლობაში ერთად აღებულზე მეტი ფული დაეხარჯა, „ექსპორტის კონტროლზე უფრო მნიშვნელოვანია“.

მიუხედავად ამისა, Wall Street Journal-ი წერს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი მაინც უბიძგებდა ჩინური ფირმების წინააღმდეგ აკრძალვებისა და სანქციების დაწესებას და თავის მოკავშირეებსაც კი, მათ შორის ნიდერლანდებსა და იაპონიას, მოუწოდებდა, შეეჩერებინათ ჩინეთის მიერ მოწინავე ტექნოლოგიების შეძენა.

„ჩინეთის დამარცხების ერთადერთი გზაა, მათზე წინ ვიყოთ,“ — თქვა მდივანმა რაიმონდომ. „ჩვენ უფრო სწრაფად უნდა ვირბინოთ, ინოვაციებით ვაჯობოთ. ეს არის გამარჯვების გზა.“

მიუხედავად აშშ-ის მიერ რამდენიმე ჩინური კომპანიის წინააღმდეგ დაწესებული ექსპორტის კონტროლისა, ბევრ მათგანს მაინც შეუძლია აკრძალული ჩიპების შეძენა შავი ბაზრისა და არაოფიციალური არხების მეშვეობით. ამასთან, ჩინური ინოვაცია, როგორც ჩანს, გრძელდება.

კონფლიქტი ტრამპის ადმინისტრაციასთან

რაიმონდომ ეს განცხადებები იმ ფონზე გააკეთა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია თეთრ სახლში უკვე რამდენიმე თვეა, იმყოფება. CHIPS and Science Act-ს, როდესაც ის კონგრესმა მიიღო, ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ოქტომბერში განაცხადა: „ეს ჩიპების გარიგება იმდენად ცუდია“. პირდაპირი სამთავრობო დაფინანსების ნაცვლად, ტრამპის წარმომადგენელმა, კუშ დესაიმ, თქვა, რომ ის უპირატესობას ანიჭებს „ტარიფების დაწესებას, გადასახადების შემცირებას, რეგულაციების შემსუბუქებასა და ამერიკული ენერგიის გათავისუფლებას“.

მიუხედავად ტრამპის კრიტიკისა, მისმა ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა, ცოტა ხნის წინ მიანიშნა, რომ აქტის იმპლემენტაციას გააგრძელებს, თუმცა მისი პირობების ხელახალი შეთანხმებით, რათა ამერიკელი გადასახადის გადამხდელისთვის მეტი სარგებელი მიიღოს.

ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.

გაზიარება

როგორია თქვენი რეაქცია?

მოწონება მოწონება 0
არ მომწონს არ მომწონს 0
სიყვარული სიყვარული 0
სასაცილო სასაცილო 0
გაბრაზებული გაბრაზებული 0
მოწყენილი მოწყენილი 0
ვაუ ვაუ 0