Cyberpunk 2077-ის ტესტირება Apple Silicon-ზე: შედეგები 13-დან 105 fps-მდე მერყეობს

იუთუბერმა ენდრიუ ცაიმ Cyberpunk 2077-ის ახლადგამოსული Mac-ვერსია Apple Silicon-ის ოთხ სხვადასხვა თაობაზე გატესტა. გაიგეთ, როგორ მუშაობს თამაში M1, M1 Max, M3 Max და M4 ჩიპებზე.

Cyberpunk 2077-ის ტესტირება Apple Silicon-ზე: შედეგები 13-დან 105 fps-მდე მერყეობს

Mac-გეიმერმა და იუთუბერმა, ენდრიუ ცაიმ, Cyberpunk 2077 ოთხ სხვადასხვა Mac-ზე გამოსცადა.

საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს
საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს

Mac-გეიმერი და იუთუბერი, ენდრიუ ცაი, შეამოწმა, თუ როგორ მუშაობს Cyberpunk 2077 ოთხ სხვადასხვა Mac-ზე და აღმოაჩინა, რომ თამაში შედარებით კარგად მუშაობს ყველა იმ მოდელზე, რომელიც სპეციფიკაციებს აკმაყოფილებს. მან ტესტის შედეგები YouTube-ვიდეოში გააზიარა, სადაც შეადარა ოთხი MacBook-ი — M4 MacBook Pro (16GB / 10-ბირთვიანი GPU), M3 Max MacBook Pro (48GB / 40-ბირთვიანი GPU), M1 Max MacBook Pro (32GB / 32-ბირთვიანი GPU) და M1 MacBook Air (8GB / 8-ბირთვიანი GPU).

Mac-გეიმერები მოთმინებით ელოდნენ ამ AAA-კლასის თამაშის macOS-ზე გამოჩენას. თამაში, საბოლოოდ, გასულ 17 ივლისს გამოვიდა და მომხმარებლებს, რომლებმაc ის ადრე Steam-ზე შეიძინეს, შეუძლიათ, ის თავიანთ Apple-კომპიუტერებზე დამატებითი ღირებულების გარეშე დააყენონ. CD Projekt Red-მა თამაშის რეკომენდებულ სპეციფიკაციებად M3 Pro და 18GB გაერთიანებული მეხსიერება დაასახელა 1080p-ზე 60 კადრი/წამში (FPS) გლუვი გეიმპლეისთვის.

ტესტირების შედეგები

ცაის შედეგების თანახმად, საუკეთესო წარმადობის MacBook-ი M3 Max ჩიპით იყო აღჭურვილი, თავისი 40-ბირთვიანი GPU-თა და 48GB გაერთიანებული მეხსიერებით. თამაშმა 1080p High-ზე, აფსქეილინგის გარეშე, 78 FPS-ზე მეტი აჩვენა. როდესაც მან MetalFX-ი Quality-ზე დააყენა, წარმადობა 100 FPS-ზე მეტზე ავიდა.

  • შემდეგი საუკეთესო სისტემა M1 Max MacBook Pro იყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი თაობის მოდელია, მისმა Max-აღნიშვნამ მას საშუალება მისცა, საბაზისო M4 ჩიპზე უკეთესი შედეგი ეჩვენებინა და სტაბილური 51.87 FPS-ით ემუშავა.

  • მათ, ვინც უმაღლესი კლასის MacBook-ი არ შეიძინა, მაინც შეუძლიათ თამაშით სიამოვნების მიღება აფსქეილინგით, რადგან M4 ჩიპს ჩართული აფსქეილინგით 30 FPS-ზე მეტის ჩვენება შეუძლია. მის გარეშე კი, საშუალოდ 26.22 FPS-ს მიიღებთ.

  • ყველაზე ცუდი წარმადობა პირველი თაობის M1 MacBook Air-მა აჩვენა, რომელსაც თამაში ოფიციალურად არ უჭერს მხარს, რადგან მას მხოლოდ 8GB გაერთიანებული მეხსიერება აქვს. როგორც მოსალოდნელი იყო, ბენჩმარკმა მხოლოდ 12 FPS-ზე ოდნავ მეტი აჩვენა.

კიდევ ერთი საინტერესო ტესტი, რომელიც იუთუბერმა ჩაატარა, იყო Cyberpunk 2077-ის ბენჩმარკის გაშვება M4 MacBook Pro-ზე CrossOver-ის თავსებადობის შრის მეშვეობით. საინტერესოა, რომ მან მხოლოდ დაახლოებით სამი FPS დაკარგა თამაშის ნეითივად გაშვებასთან შედარებით.

ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.

გაზიარება

როგორია თქვენი რეაქცია?

მოწონება მოწონება 0
არ მომწონს არ მომწონს 0
სიყვარული სიყვარული 0
სასაცილო სასაცილო 0
გაბრაზებული გაბრაზებული 0
მოწყენილი მოწყენილი 0
ვაუ ვაუ 0