ღია კოდის გენერაციული AI-ინსტრუმენტი 2D-გამოსახულებებს 3D-მოდელებად წამებში გარდაქმნის
მკვლევართა ჯგუფმა შექმნა PartCrafter — ღია კოდის AI-ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია, 2D-სურათებიდან 3D-დასაბეჭდი მოდელები შექმნას. ის ასევე მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიუთითოს, თუ რამდენი ნაწილისგან უნდა შედგებოდეს საბოლოო ობიექტი.

როდესაც საქმე 3D-ბეჭდვას ეხება, დასაბეჭდი ფაილების მოძიება ან გართობაა, ან შემაშინებელი გამოწვევა, გააჩნია, ვის ჰკითხავთ. მაგრამ თუ საქმეს საკუთარ ხელში აიღებთ, ღირს, გამოიკვლიოთ, თუ როგორ შექმნათ 3D-ობიექტები თავად. ამ საქმის სწავლის პროცესი შეიძლება, დამაშინებელი იყოს და დაოსტატებას დიდი დრო სჭირდება. საბედნიეროდ, არსებობენ ისეთი გენიოსები, როგორიცაა PartCrafter-ის უკან მდგომი გუნდი, რომლებიც 3D-ობიექტების ნულიდან შექმნას უფრო მარტივს ხდიან, ვიდრე ოდესმე.
PartCrafter-ი არის ღია კოდის ინსტრუმენტი, რომლის პოვნაც GitHub-ზე შეგიძლიათ და რომელიც პეკინის უნივერსიტეტის, ByteDance-ისა (იგივე, რომელიც Tiktok-ს ფლობს) და კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერაა შექმნილი. პროგრამული უზრუნველყოფა შექმნილია იმისთვის, რომ 3D-ობიექტები ნულიდან, საწყის მასალად 2D-გამოსახულებების გამოყენებით, შექმნას. ის იყენებს AI-ს 2D-გამოსახულების შესაფასებლად და მონაცემებიდან „მეშს“ (mesh) აგებს.
როგორ მუშაობს PartCrafter?
გუნდის თანახმად, PartCrafter-ი გაწვრთნილია დაახლოებით 50,000 3D-ობიექტის მონაცემთა ბაზაზე, რომლებიც, თავის მხრივ, დაახლოებით 300,000 ინდივიდუალური ნაწილისგან შედგება. ერთი რამ, რაშიც PartCrafter-ი, როგორც ჩანს, გამოირჩევა, არის ობიექტების ნაწილების კონკრეტული რაოდენობით შექმნის უნარი. თქვენ შეგიძლიათ, გაზარდოთ ან შეამციროთ კომპონენტების რაოდენობა, რომლისგანაც 3D-ობიექტი შედგება და PartCrafter-ი მოიფიქრებს გზას, შექმნას ობიექტი თქვენ მიერ მითითებული რაოდენობის გამოყენებით.
გუნდმა წარმოადგინა რამდენიმე სურათის მაგალითი, რომლებიც კარგად გვიჩვენებს მის უნარს, გადააქციოს გამოსახულებები ობიექტებად. მათ ეს არა მხოლოდ ინდივიდუალურ ობიექტებზე, არამედ ოთახების სურათებზეც გამოსცადეს. PartCrafter-მა შეძლო, აღედგინა ოთახის განლაგება სურათზე არსებული ავეჯის ზუსტად ხელახლა შექმნითა და მისი პოზიციის დუბლირებით.
არსებობს სხვა აპლიკაციებიც, რომლებიც მსგავს რამეს აკეთებენ, მაგრამ PartCrafter-მა ხარისხსა და წარმადობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოიტანა. მაგალითად, Holopart-ი გამოიყენება ერთი 3D-ობიექტის მრავალ ნაწილად დასაშლელად, რომელთა 3D-დაბეჭდვაც ცალ-ცალკეა შესაძლებელი. PartCrafter-მა შეძლო, ეს პროცესი უფრო მაღალი სიზუსტითა და მეტი სისწრაფით გაემეორებინა.
ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.
გაზიარება
როგორია თქვენი რეაქცია?






