ველოსიპედისტმა, რომელმაც „დამანგრეველი ტრავმები“ მიიღო, 3D-პრინტერით დაბეჭდილი სახის პროთეზი მიიღო
დიდ ბრიტანეთში, ბრისტოლის 3D-სამედიცინო ცენტრში, ველოსიპედისტს, რომელმაც ავარიის შედეგად სახის ნაწილი დაკარგა, PEEK 3D-პრინტერით დაბეჭდილი ინდივიდუალური პროთეზი დაუმზადეს. ეს ტექნოლოგია მედიცინაში ახალ შესაძლებლობებს ხსნის.

ეს ქმნილება ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 3D-ბეჭდვა სამედიცინო ინდუსტრიაში.
3D-ბეჭდვას უამრავი სახალისო და ამდენივე პრაქტიკული გამოყენება აქვს, მაგრამ სწორედ ასეთი პროექტები გვახსენებს, თუ რამდენად აუცილებელია ეს ტექნოლოგია კაცობრიობისთვის. BBC-ის თანახმად, დეივ რიჩარდსი დიდი ბრიტანეთის ბრისტოლის 3D-სამედიცინო ცენტრში ერთ-ერთი პირველი პაციენტი გახდა, რომელმაc საშინელი ველოსიპედით ავარიის შემდეგ, პროცესში ახალი, 3D-პრინტერით დაბეჭდილი, სახე მიიღო.
ბრისტოლის 3D-სამედიცინო ცენტრი ერთ-ერთი პირველი და, შესაძლოა, პირველი დაწესებულებაა დიდ ბრიტანეთში, რომელიც ერთ ლოკაციაზე აერთიანებს როგორც 3D-გამოსახულებას, ისე 3D-ბეჭდვას. აქ პაციენტებს შეუძლიათ, მიიღონ დახმარება თავიანთი სხეულის კრიტიკული 3D-სკანირების სახით, ან, რიჩარდსის შემთხვევაში, მათთვის მორგებული პროთეზები.
რიჩარდსი მეგობრებთან ერთად ველოსიპედით სეირნობდა, როდესაც მას ნასვამი მძღოლი დაეჯახა. ამ ავარიის შედეგად რიჩარდსმა სახის ნაწილი დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ რიჩარდსი ადასტურებს, რომ ეს მის ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებს არ აწუხებთ, მას მაინც სურს, უფრო თავდაჯერებულად იგრძნოს თავი, როდესაც სარკეში იყურება. ბრისტოლის 3D-სამედიცინო ცენტრის გუნდის მიერ შემუშავებული გამოსავალი იყო ინდივიდუალური ორბიტალური პროთეზის 3D-ბეჭდვა.
ტექნოლოგია
ბრისტოლის 3D-სამედიცინო ცენტრში პროთეზები იქმნება PEEK 3D-პრინტერის გამოყენებით, რომელსაც Mini Factory აწარმოებს. ეს უზარმაზარი 3D-ბეჭდვის სისტემაა, რომელსაც აქვს გახურებული კამერა, რომელსაც შეუძლია 250°C-მდე მიაღწიოს, რათა ბეჭდვის ხარისხი უზრუნველყოს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამედიცინო მიზნებისთვის რაღაცის შექმნისას.
როგორც ჩანს, ჩნდება უფრო მეტი გამოყენების შემთხვევა, რომელსაც გუნდი თავდაპირველად არ ელოდა. მაგალითად, თანამშრომლებს შეუძლიათ, გამოიყენონ დაზიანებული ორგანოების 3D-მოდელები, რათა დაეხმარონ ქირურგებს, ზუსტად განსაზღვრონ, სად უნდა ჩაატარონ ოპერაცია და არის თუ არა რაიმე საყურადღებო უბანი, რომელსაც თავი უნდა აარიდონ, როგორიცაა სისხლძარღვები და ნერვები.
3D-ბეჭდვის სფეროს უდიდესი პოტენციალი აქვს, მაგრამ ადამიანების უმეტესობისთვის, სახლში პრინტერთან თამაში საკმარისია.
ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.
გაზიარება
როგორია თქვენი რეაქცია?






