ტრამპის ადმინისტრაცია CHIPS Act-ის კონტრაქტებს ხელახლა ათანხმებს და ჩინეთს დაბალი წარმადობის გამო დასცინის
აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა, განაცხადა, რომ თეთრი სახლი CHIPS Act-ის სუბსიდიების მიმღებ კომპანიებთან, როგორიცაა TSMC, კონტრაქტებს ხელახლა ათანხმებს, რათა მეტი ინვესტიცია მოიზიდოს. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთს მოწინავე ჩიპების მასობრივად წარმოება არ შეუძლია.

„ხელახლა ვათანხმებთ? რა თქმა უნდა...“
აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა, სენატის ასიგნებების კომიტეტს განუცხადა, რომ თეთრი სახლი ხელახლა ათანხმებს კონტრაქტებს CHIPS Act-ის მიმღებებთან და იმედოვნებს, რომ აიძულებს კომპანიებს, რომლებიც სუბსიდიებს იღებენ, მეტი ფული ჩადონ ამერიკულ ნახევარგამტარების პროექტებში. ტაივანის ნახევარგამტარების მწარმოებელმა კომპანიამ (TSMC), რომელმაc აშშ-ის მთავრობისგან 6.6 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო, პრეცედენტი შექმნა, როდესაც თავდაპირველ 65-მილიარდიან ვალდებულებაზე დამატებით 100 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შესახებ გამოაცხადა. თეთრ სახლს, როგორც ჩანს, სურს, რომ სხვა კომპანიებმაც მიბაძონ.
„ხელახლა ვათანხმებთ? რა თქმა უნდა, ამერიკელი გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ. ჩვენ იმავე დოლარებით მეტ ღირებულებას ვიღებთ,“ — განუცხადა ლუტნიკმა სენატის კომიტეტს. მან ასევე მიანიშნა, რომ კომპანიებმა, რომლებიც თამაშის წესებს არ დაიცავენ, შესაძლოა, თანხა ვერ მიიღონ.
პრეზიდენტი ტრამპი, გავრცელებული ინფორმაციით, CHIPS Act-ის წინააღმდეგი ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის პერიოდში იყო, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის ფლაგმანური პროექტი იყო. თუმცა, კანონმდებლები თავს იკავებენ კანონის გაუქმებისგან, რომელმაც ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო და სხვადასხვა შტატსა და საარჩევნო ოლქში სამუშაო ადგილებს ქმნის. ასე რომ, აქტის გაუქმების ნაცვლად, ვაშინგტონი, როგორც ჩანს, მიმღებებს აიძულებს, მეტი ინვესტიცია განახორციელონ.
ჩინეთის პრობლემები
ლუტნიკმა სესიაზე ასევე ისაუბრა აშშ-ის მიერ ჩინეთზე დაწესებული აკრძალვების ეფექტიანობაზე. მისი თქმით, ჩინეთს არ შეუძლია, აწარმოოს AI-ჩიპები ისეთი მასიური რაოდენობით, როგორც ამას TSMC აკეთებს Nvidia-სთვის. მისი შეფასებით, ქვეყანას, მაქსიმუმ, შეუძლია, გამოუშვას 200,000 ასეთი მოწინავე ნახევარგამტარი, რომლებიც მონაცემთა ცენტრებსა და უახლეს სმარტფონებს სჭირდება — ეს იმ 2 მილიონი ჩიპის მცირე ნაწილია, რომელიც Nvidia-ს, პროგნოზის თანახმად, გასულ წელს უნდა მიეწოდებინა.
ვაშინგტონის ექსპორტის კონტროლთან ერთად, ჩინეთს, სულ მცირე, მოკლევადიან პერსპექტივაში, გაუჭირდება ჩინელი მომხმარებლებისა და ტექ-კომპანიების მასიური მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.
გაზიარება
როგორია თქვენი რეაქცია?






