ტიმ კუკი: Apple-ი „ძალიან ღიაა M&A-სთვის, რომელიც ჩვენს AI-გეგმას დააჩქარებს“

Apple-ის CEO-მ, ტიმ კუკმა, განაცხადა, რომ კომპანია მზად არის, შეიძინოს სხვა კომპანიები თავისი AI-განვითარების დასაჩქარებლად. მიუხედავად ამისა, Apple-ის ინფრასტრუქტურული დანახარჯები მნიშვნელოვნად ჩამორჩება კონკურენტებს, როგორიცაა Google, Meta და Microsoft.

ტიმ კუკი: Apple-ი „ძალიან ღიაა M&A-სთვის, რომელიც ჩვენს AI-გეგმას დააჩქარებს“

კომპანია ზრდის დანახარჯებს AI-ინიციატივებზე და გუნდების რეორგანიზაციას ახდენს.

საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს
საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს

იმ ფონზე, როდესაც Apple-ი ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიებში სხვა მსხვილ მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს საგრძნობლად ჩამორჩება, კომპანია ღიაა მესამე მხარის კომპანიების შესაძენად, რათა დააჩქაროს თავისი AI-საგზაო რუკა.

„ღია“ შერწყმისა და შესყიდვებისთვის

„ჩვენ ძალიან ღია ვართ შერწყმისა და შესყიდვებისთვის (M&A), რომელიც ჩვენს საგზაო რუკას დააჩქარებს,“ — განაცხადა Apple-ის CEO-მ, ტიმ კუკმა, კომპანიის ფინანსურ ანალიტიკოსებთან და ინვესტორებთან საუბრისას, როდესაც მას AI-კომპანიების შესაძლო შესყიდვების შესახებ ჰკითხეს. „ჩვენ კონკრეტული ზომის კომპანიაზე არ ვართ ჩაციკლულები... ჩვენ ძირითადად ვსვამთ კითხვას, შეუძლია თუ არა კომპანიას, დაგვეხმაროს ჩვენი საგზაო რუკის დაჩქარებაში და თუ შეუძლია, მაშინ ჩვენ დაინტერესებულები ვართ.

საუბრისას, კუკმა დაადასტურა, რომ კომპანია ზრდის დანახარჯებს და გუნდების რეორგანიზაციას ახდენს თავისი AI-ინიციატივების გაფართოების მიზნით. Apple-ი თანამშრომლების მნიშვნელოვან რაოდენობას AI-სთან დაკავშირებულ სამუშაოზე გადაიყვანს.

„ჩვენ AI-ს განვიხილავთ, როგორც ჩვენი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა ტექნოლოგიას და ვფიქრობ, ის ყველა მოწყობილობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს,“ — თქვა კუკმა.

Apple-ის გახმაურებული შენაძენები

ისტორიულად, Apple-ს არაერთი გახმაურებული შენაძენი განუხორციელებია, რომლებმაc ან მისი ბაზარზე ყოფნა გააფართოვა, ან მისი ვერტიკალური ინტეგრაცია გააძლიერა.

  • Beats Electronics: Apple-ის ყველაზე ცნობილი შენაძენი რჩება Beats Electronics-ი, რომელიც 2014 წელს 3 მილიარდ დოლარად შეიძინა.

  • Intel-ის მოდემების ბიზნესი: 2019 წელს Apple-მა გააფართოვა თავისი აპარატურული შესაძლებლობები Intel-ის სმარტფონების მოდემების ბიზნესის 1 მილიარდ დოლარად შეძენით.

  • Dialog Semiconductor: 2018 წელს Apple-მა 600 მილიონი დოლარი დახარჯა Dialog Semiconductor-ის ნაწილის შესაძენად, რითაც თავისი ჩიპების დიზაინის მეტი ნაწილი შიდა წარმოებაზე გადმოიტანა.

შეზღუდული დანახარჯები

AI-ზე ამ განახლებული ფოკუსის მიუხედავად, Apple-ის ინფრასტრუქტურული დანახარჯები სხვა მსხვილ მაღალტექნოლოგიურ კომპანიებთან შედარებით მოკრძალებული რჩება. Apple-მა 2025 ფისკალური წლის მე-3 კვარტალში კაპიტალურ დანახარჯებზე (CapEx) 3.46 მილიარდი დოლარი გამოყო. კალენდარული წლის მიხედვით, მისი დანახარჯები 13-დან 14 მილიარდ დოლარამდე იქნება, რაც ბევრად ჩამორჩება Google-ის 85-მილიარდიან, Meta-ს 72-მილიარდიან და Microsoft-ის 80-მილიარდიან პროგნოზებს.

Apple-მა 2025 ფისკალური წლის მესამე კვარტალში, რომელიც 28 ივნისს დასრულდა, 94.0 მილიარდი დოლარის შემოსავალი დააფიქსირა, რაც წინა წლის 85.8 მილიარდ დოლართან შედარებით 10%-იანი ზრდაა.

რაც შეეხება პროდუქტების კატეგორიებს, iPhone-ი რჩება კომპანიის No. 1 პროდუქტად $44.6 მილიარდის შემოსავლით. Mac-კომპიუტერების გაყიდვებმა $8.0 მილიარდი შეადგინა, iPad-ის შემოსავალი კი $6.6 მილიარდი იყო.

ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.

გაზიარება

როგორია თქვენი რეაქცია?

მოწონება მოწონება 0
არ მომწონს არ მომწონს 0
სიყვარული სიყვარული 0
სასაცილო სასაცილო 0
გაბრაზებული გაბრაზებული 0
მოწყენილი მოწყენილი 0
ვაუ ვაუ 0