უკრაინამ ჯარისკაცი ელექტროველოსიპედის დრონით მიწოდების საშუალებით იხსნა
უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-4 ბრიგადამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გამოიყენეს მათ დიდი, მძიმე ტვირთის მატარებელი დრონი, რათა ფრონტის ხაზზე ალყაში მოქცეული ჯარისკაცისთვის სრული ელექტროველოსიპედი მიეწოდებინათ.

დრონებს ახლა მნიშვნელოვანი ტვირთის გადატანა შეუძლიათ.
რუსეთის შეჭრამ უკრაინაში წარმოუდგენელი ზეწოლა მოახდინა დრონების დეველოპერებზე ომის ორივე მხარეს, რომლებმაc ამას გასაოცარი ინოვაციებით უპასუხეს. ესენია:
-
ოპტიკურ-ბოჭკოვანი დრონები (რადიოსიხშირის ჩახშობის თავიდან ასაცილებლად)
-
კამიკაძე საზღვაო დრონები
-
დრონები, რომლებიც თოფებს ისვრიან
-
ბომბდამშენი დრონები, რომლებიც ნაღმებსა და ყუმბარებს ყრიან
-
დრონები, რომლებიც სანგრებში ცეცხლმოკიდებულ თერმიტს უშვებენ
-
შორ მანძილზე მფრენი, თვითმფრინავის სტილის დრონები
-
ჩამჭრელი დრონები, რომლებიც სხვა დრონებზე ნადირობენ
-
პირველი პირის ხედვის (FPV) დრონები, რომლებიც იმდენად მანევრულები არიან, რომ შენობაში სამიზნეების გასანადგურებლად გატეხილი ფანჯრის რაფაშიც კი შეუძლიათ გაძრომა
-
სახმელეთო დრონები, როგორც საბრძოლო, ისე სატრანსპორტო
მაგრამ ზოგჯერ არც მაღალტექნოლოგიური პროგრამული უზრუნველყოფა გჭირდება, არც სისწრაფე და არც სტელსი. ზოგჯერ, უბრალოდ, გჭირდება ძალიან, ძალიან დიდი დრონი, რომელსაც შეუძლია, მთლიანი ელექტროველოსიპედი გადაიტანოს და რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ჩარჩენილ ჯარისკაცს მიაწოდოს.
უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-4 სწრაფი რეაგირების ბრიგადამ, სახელად „რუბიჟმა“, ახლახან გააზიარა ვიდეო დიდი კვადკოპტერი დრონისა, რომელიც სწორედ ასეთი მისიის შესასრულებლად გამოიყენეს.
„ტანკისტის“ გადარჩენა
ფრონტის ხაზიდან დეტალების გადამოწმება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ბრიგადამ უამრავი კადრი გააზიარა, მათ შორის, დრონის მიერ ველოსიპედის აწევისა და ჯარისკაცის, რომელიც მას უსაფრთხოებისკენ მიაჭენებს. (ორივე მხარე ახლა ფართოდ იყენებს ელექტროველოსიპედებსა და მოტოციკლებს სწრაფი თავდასხმებისთვის, მას შემდეგ, რაც სამწლიანმა დრონების ომმა ტრადიციული ჯავშანტექნიკის დიდი ნაწილი გაანადგურა.)
მათი გადმოცემით, ჯარისკაცი საფარსახელით „ტანკისტი“ ფრონტის ხაზზე პოზიციას იკავებდა, რომელიც თავდასხმის ქვეშ მოექცა და მისი რამდენიმე თანამებრძოლი დაიღუპა. „ტანკისტი“ უსაფრთხოებას მოწყვეტილი აღმოჩნდა და პოზიციის მარტოს დაკავება რამდენიმე დღის განმავლობაში მოუწია.
მის გამოსაყვანად, ბრიგადის შტაბმა მძიმე ბომბდამშენი დრონით ელექტროველოსიპედის მიწოდების გეგმა შეიმუშავა. პირველი დრონი ჩამოაგდეს, მეორემ კი სიმძიმეს ვერ გაუძლო. მაგრამ მესამე მცდელობა წარმატებული გამოდგა და „ტანკისტმა“ საბოლოოდ შეძლო, უკრაინის ხაზებისკენ დაბრუნებულიყო. (როგორც ჩანს, გზაში ის ნაღმზე აფეთქდა და ამასაც გადაურჩა, მოგზაურობა კი მეორე, მისთვის მიწოდებული, ელექტროველოსიპედით დაასრულა.)
Amazon-ი, რა თქმა უნდა, წლებია, „დრონით მიწოდებას“ განიხილავს და ამჟამად აშშ-ის სხვადასხვა ლოკაციაზე სატესტო მიწოდების დრონებს ცდის. მაგრამ ეს დრონები მხოლოდ 2.2 კგ-ზე ნაკლები წონის ამანათებს აწვდიან — ელექტროველოსიპედი კი გაცილებით მეტს იწონის.
ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.
გაზიარება
როგორია თქვენი რეაქცია?






