ტრამპის გეგმას, გააუქმოს კოსმოსური მოძრაობის მართვის პროგრამა, თითქმის ყველა ეწინააღმდეგება.
ტრამპის ადმინისტრაციის წინადადება, შეუმცირდეს დაფინანსება კოსმოსური კომერციის ოფისს და გაუქმდეს სამოქალაქო კოსმოსური მოძრაობის მართვის პროგრამა (TraCSS), ფართო წინააღმდეგობას აწყდება. გეგმას ეწინააღმდეგებიან როგორც კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიები, ისე აშშ-ის კოსმოსური ძალები.

კოსმოსური ძალების წარმომადგენლები და 450-ზე მეტი აეროკოსმოსური კომპანია თეთრი სახლის წინადადების წინააღმდეგ გამოდიან.
ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა, შეამციროს კოსმოსური კომერციის ოფისის დაფინანსება და გააუქმოს მთავრობის პირველი სამოქალაქო კოსმოსური მოძრაობის მართვის პროგრამა, უამრავ მოწინააღმდეგეს იძენს.
ამ კვირის დასაწყისში, კოსმოსური ინდუსტრიის შვიდმა სავაჭრო ჯგუფმა, რომლებიც 450-ზე მეტ კომპანიას წარმოადგენენ, წერილები გაუგზავნეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ლიდერებს და მოუწოდეს მათ, დაუპირისპირდნენ თეთრი სახლის წინადადებას. სამხედროების კოსმოსური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენელმა, რომელსაც ამჟამად ეკისრება საერთო პასუხისმგებლობა კოსმოსური მოძრაობის მართვაზე, განაცხადა, რომ ის „გააგრძელებს ლობირებას“ იმისთვის, რომ სამოქალაქო ორგანიზაციამ გადაიბაროს კოსმოსური ძალების, როგორც „ორბიტალური საგზაო პოლიციელის“, როლი.
ჯერ აძლევ, მერე ართმევ
თეთრი სახლის მიერ 2026 ფისკალური წლისთვის კონგრესში წარდგენილი ბიუჯეტის მოთხოვნა ითვალისწინებს კოსმოსური კომერციის ოფისის ბიუჯეტის 65 მილიონი დოლარიდან 10 მილიონ დოლარამდე შემცირებას და კოსმოსური მოძრაობის საკოორდინაციო სისტემის (TraCSS) დაფინანსების გაუქმებას. TraCSS პროგრამა კომერციის დეპარტამენტში მას შემდეგ შეიქმნა, რაც ტრამპმა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ხელი მოაწერა პოლიტიკის დირექტივას, რომლის მიზანიც მთავრობის მიერ ორბიტაზე თანამგზავრებისა და კოსმოსური ნარჩენების მოძრაობის ზედამხედველობის რეფორმირება იყო.
TraCSS შექმნილია, როგორც ღრუბელზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც ერთგვარი „ნერვული ცენტრი“ იქნება თანამგზავრების მფლობელებისგან და სამთავრობო და კომერციული ტელესკოპებისა და რადარების ქსელიდან სატელიტური თვალთვალის მონაცემების შესაგროვებლად. შემდეგ, კოსმოსური მოძრაობის მართვის ქსელი ამ ინფორმაციას იყენებს, რათა თანამგზავრების ოპერატორებს კოსმოსში პოტენციური შეჯახებების შესახებ გაფრთხილებები მიაწოდოს. ეს სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ყოველწლიურად ათასობით ახალი თანამგზავრი იგზავნება კოსმოსში.
ინდუსტრიის სავაჭრო ჯგუფები ლობირებენ კონგრესს, რომ შეცვალოს ტრამპის ადმინისტრაციის წინადადება და აღადგინოს კოსმოსური კომერციის ოფისის (OSC) ბიუჯეტი წლევანდელ დონეზე — 65 მილიონ დოლარამდე.
მე-18 კოსმოსური თავდაცვის საბრძოლო ესკადრილიის წევრები ორბიტალურ მონაცემებზე დაკვირვებისას. ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზა, კალიფორნია, 2024 წლის 4 ოქტომბერი.
სამხედროები ამჟამად ასრულებენ კოსმოსური ფრენების უსაფრთხოების მისიას და დღეში მილიონამდე შეჯახების გაფრთხილებას გასცემენ. იდეალურ შემთხვევაში, კოსმოსური ძალები გაფრთხილებებს დროულად გასცემენ, რათა თანამგზავრის ოპერატორმა თავისი ხომალდის მანევრირება და პოტენციური შეჯახების თავიდან აცილება შეძლოს.
სამხედროების კოსმოსური დაკვირვების ქსელი (SSN) ორბიტაზე 47,000-ზე მეტ ობიექტს აკვირდება. ამ ობიექტების უმეტესობა ორბიტალური ნარჩენია, მაგრამ აქტიური კოსმოსური ხომალდების რიცხვი იზრდება, რადგან ბევრი ოპერატორი — ძირითადად SpaceX, Amazon, კოსმოსური ძალები და ჩინეთი — ასობით და ათასობით თანამგზავრისგან შემდგარ მეგათანავარსკვლავედებს შლის.
დაძაბულობის ქვეშ
კოსმოსური ძალების წარმომადგენლებს სურთ, თავიდან აირიდონ მესამე მხარის სატელიტური ოპერატორების, მათ შორის, ისეთი მეტოქეების, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, ორბიტაზე შესაძლო შეჯახებების შესახებ გაფრთხილების ვალდებულება. სამხედროები ამჯობინებენ, ფოკუსირება მოახდინონ თანამგზავრებიდან მომდინარე მზარდ საფრთხეებზე.
მაგრამ, სანამ ვინმე სხვა მზად არ იქნება, ამ მისიის გადასაბარებლად, კოსმოსურ ძალებს ეს პასუხისმგებლობა კვლავ დაკისრებული ექნებათ.
აშშ-ის კოსმოსური ძალების კოსმოსური დაკვირვების ქსელი მოიცავს რადარებსა და ტელესკოპებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში და კოსმოსშია განლაგებული. ეს რუკა 2023 წლის მდგომარეობით ქსელს ასახავს.
.კომერციის დეპარტამენტის TraCSS პროგრამამ უნდა გადაიბაროს კოსმოსური სივრცის კონტროლის მისიის საჯარო ნაწილი. „მე არ ვარ დაკავებული კოსმოსური ფრენების უსაფრთხოებით“, — განუცხადა Ars-ს პოლკოვნიკმა Raj Agrawal-მა, რომელიც კოსმოსური ოპერაციების სარდლობის მისიას ხელმძღვანელობდა. „ჩემი საქმეა, მოვამზადო გადაწყვეტილებები რისკის დეესკალაციისთვის. ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ იმას, რომ კომერციული კოსმოსური ფრენების უსაფრთხოება კოსმოსური კომერციის ოფისმა მართოს, ამიტომ ისინი ჩვენთან ერთად გადიან ტრენინგებს, რათა ეს მისია გადაიბარონ.“
არსებული გეგმით, რომელიც ტრამპის პირველ ადმინისტრაციას ეკუთვნის, კომერციის დეპარტამენტის TraCSS პროგრამა კვლავ გამოიყენებდა მონაცემებს კოსმოსური ძალების თვალთვალის რადარებისა და ტელესკოპების ქსელიდან. მაგრამ სამოქალაქო სააგენტოს დაევალებოდა ამ მონაცემების საჯაროდ ხელმისაწვდომ კოსმოსური ობიექტების კატალოგად ქცევა და შეჯახების გაფრთხილებების გაცემა სამოქალაქო, კომერციული და საერთაშორისო სატელიტური ოპერატორებისთვის.
თეთრი სახლის ბიუჯეტის წინადადების თანმხლებ დოკუმენტში, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაწერეს, რომ კომერციის დეპარტამენტმა „ვერ შეძლო მთავრობის საკუთრებაში არსებული და მის მიერ მართული საჯარო მონაცემთა ბაზისა და მოძრაობის კოორდინაციის სისტემის დასრულება“. ახლა კი ტრამპის ადმინისტრაცია გვთავაზობს, კოსმოსური მოძრაობის მართვაზე პასუხისმგებლობა კერძო ინდუსტრიას გადასცეს.
სატელიტური ინდუსტრიის სახელით, სავაჭრო ჯგუფებმა გააფრთხილეს, რომ თეთრი სახლის გეგმა უგულებელყოფს იმ რისკს, რომ კოსმოსური მოძრაობის მართვის მისია კვლავ სამხედროებს დაუბრუნდება. „კოსმოსური მოძრაობის კოორდინაციის კომერციის დეპარტამენტში შენარჩუნება ზოგავს სამხედრო რესურსებს ძირითადი თავდაცვითი მისიებისთვის და ხელს უშლის კოსმოსური უსაფრთხოებისა და სამხედრო კონტროლის ერთმანეთში არევას — რაც კრიტიკულია აშშ-ის ლიდერობისთვის კოსმოსური საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების დადგენაში.“
ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ უფლება განათავსონ როგორც ვაკანსიები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.
გაზიარება
როგორია თქვენი რეაქცია?






