Anthropic-მა საიდუმლო სადაზვერვო საქმიანობისთვის სპეციალური AI ჩატბოტი გამოუშვა

კომპანია Anthropic-მა აშშ-ის სადაზვერვო უწყებებისთვის სპეციალური AI მოდელი, „Claude Gov“, შექმნა. ის საიდუმლო ინფორმაციის დასამუშავებლად გამოიყენება და კონკურენციას უწევს Microsoft-ის, Google-ისა და OpenAI-ის ანალოგიურ პროდუქტებს. სტატიაში განხილულია მისი შესაძლებლობები და „კონფაბულაციის“ რისკები.

Anthropic-მა საიდუმლო სადაზვერვო საქმიანობისთვის სპეციალური AI ჩატბოტი გამოუშვა

„Claude Gov“ აშშ-ის მთავრობისთვის საიდუმლო ინფორმაციას უკვე ამუშავებს. 

საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს
საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს

ხუთშაბათს, კომპანია Anthropic-მა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურებისთვის შექმნილი სპეციალური AI მოდელები წარადგინა. კომპანიის მიერ გამოშვებული „Claude Gov“ მოდელები მთავრობის წარმომადგენლების პირდაპირი უკუკავშირის საფუძველზე შეიქმნა. მათი მიზანია სტრატეგიული დაგეგმვის, სადაზვერვო ანალიზისა და ოპერატიული მხარდაჭერის მსგავსი ამოცანების შესრულება. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მოდელები უკვე ემსახურება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოებს და მათზე წვდომა მხოლოდ იმ პირებისთვისაა შესაძლებელი, რომლებიც საიდუმლო გარემოში მუშაობენ. 

„Claude Gov“ მოდელები რამდენიმე მახასიათებლით განსხვავდება Anthropic-ის სამომხმარებლო და კორპორატიული ვერსიებისგან, რომლებიც ასევე Claude-ის სახელითაა ცნობილი. ახალ მოდელებს საიდუმლო მასალების დამუშავება შეუძლია, საიდუმლო ინფორმაციასთან მუშაობისას ნაკლებად შემზღუდველია და სპეციალურად სადაზვერვო და თავდაცვის დოკუმენტებთან სამუშაოდაა მორგებული. ამასთან, Anthropic-ის განცხადებით, მოდელებს გაუმჯობესებული კომპეტენცია აქვთ ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ენებსა და დიალექტებში. 

Anthropic-ში აცხადებენ, რომ ახალმა მოდელებმა იგივეუსაფრთხოების ტესტირებაგაიარა, რაც Claude-ის ყველა დანარჩენმა ვერსიამ. კომპანია სანდო შემოსავლის წყაროების ძიებაში აქტიურად ცდილობს სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებასგასული წლის ნოემბერში მან Palantir-თან და Amazon Web Services-თან ითანამშრომლა, რათა თავდაცვის სექტორის მომხმარებლებისთვის AI ინსტრუმენტები მიეყიდა. 

Anthropic-ი არ არის პირველი კომპანია, რომელიც სადაზვერვო სააგენტოებს სპეციალიზებულ ჩატბოტ-სერვისებს სთავაზობს. 2024 წელს, 18-თვიანი მუშაობის შემდეგ, Microsoft-მა აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებისთვის OpenAI-ის GPT-4-ის იზოლირებული ვერსია გამოუშვა. სისტემა, რომელიც სპეციალურ, მხოლოდ სამთავრობო ქსელზე მუშაობდა და ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდა, სადაზვერვო საზოგადოების დაახლოებით 10,000 წარმომადგენლისთვის გახდა ხელმისაწვდომი ტესტირებისა და კითხვებზე პასუხის მისაღებად. 

რა თქმა უნდა, სადაზვერვო ანალიზისთვის AI მოდელების გამოყენება წამოჭრისკონფაბულაციის“ (confabulation) რისკსეს არის შემთხვევა, როდესაც მოდელი აგენერირებს ინფორმაციას, რომელიც დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ არასწორია. რადგან AI-ის ნერვული ქსელები მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით, სტატისტიკურ ალბათობებზე მუშაობს, არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შეუძლია სადაზვერვო სააგენტოები შეცდომაში შეიყვანოს. მაგალითად, მოდელმა შეიძლება შექმნას სენსიტიური მონაცემების დამაჯერებელი, მაგრამ მცდარი ანალიზი, რაც სერიოზულ რისკებს წარმოშობს მაშინ, როცა ეროვნული უსაფრთხოების გადაწყვეტილებებისთვის სიზუსტე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 

კონკურენცია თავდაცვის სფეროში AI კონტრაქტებისთვის მძაფრდება 

როგორც TechCrunch-ი იუწყება, Anthropic-ი სხვა მსხვილ AI კომპანიებს უერთდება, რომლებიც მაღალანაზღაურებადი სამთავრობო დაკვეთებისთვის იბრძვიან. OpenAI აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან კავშირების გაღრმავებას ცდილობს, Meta-მ კი თავისი Llama მოდელები თავდაცვის პარტნიორებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. Google-ი საკუთარი Gemini AI მოდელის ისეთ ვერსიაზე მუშაობს, რომელსაც საიდუმლო გარემოში ოპერირება შეეძლება. ბიზნესზე ორიენტირებული AI კომპანია Cohere ასევე თანამშრომლობს Palantir-თან, რათა თავისი მოდელები სამთავრობო სექტორში დანერგოს. 

თავდაცვის სექტორში შესვლა ზოგიერთი AI კომპანიისთვის სტრატეგიის ცვლილებას ნიშნავს, რადგან ისინი ადრე სამხედრო მიზნებით პროდუქტების შექმნას თავს არიდებდნენ. ასეთი სპეციალიზებული სამთავრობო მოდელები ხშირად სამომხმარებლო AI ინსტრუმენტებისგან განსხვავებულ შესაძლებლობებს მოითხოვს, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის დამუშავებისა და სენსიტიურ სადაზვერვო მონაცემებთან მუშაობის უნარს, უსაფრთხოების იმ შეზღუდვების გააქტიურების გარეშე, რომლებმაც შესაძლოა ლეგიტიმური სამთავრობო ოპერაციები დაბლოკოს. 

ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსიები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას. 

გაზიარება

როგორია თქვენი რეაქცია?

მოწონება მოწონება 0
არ მომწონს არ მომწონს 0
სიყვარული სიყვარული 0
სასაცილო სასაცილო 0
გაბრაზებული გაბრაზებული 0
მოწყენილი მოწყენილი 0
ვაუ ვაუ 0