Pebblebee-ს ტრეკერის ახალი SOS ფუნქცია გვახსენებს, რომ განახლებები შეიძლება კარგიც იყოს
Pebblebee თავის Clip Universal Bluetooth ტრეკერებს უფასო SOS ფუნქციას ამატებს, რომელიც სირენასა და მოციმციმე შუქს ააქტიურებს. ეს ნაბიჯი კონკურენტებისგან, Apple AirTag-ისა და ფასიანი Tile-სგან, განსხვავებით მომხმარებელზეა ორიენტირებული.

AirTags-ს საგანგაშო შეტყობინების სისტემა არ აქვს, Tile-ის ტრეკერები კი ამ ფუნქციისთვის გადასახადს ითხოვენ.
კომპანია Pebblebee უკვე გაყიდულ მოწყობილობებს უფასო და სასარგებლო ფუნქციას ამატებს.
დღეს მან გამოაცხადა, რომ მისი Clip Universal Bluetooth ტრეკერები, რომლებიც iOS და Android მოწყობილობებთანაა თავსებადი, ახლდება და ემატება „საგანგაშო შეტყობინების“ (Alert) ფუნქცია, რომელიც მომხმარებლის მიერ დახმარების მოთხოვნისას სირენასა და მოციმციმე შუქს რთავს.
Pebblebee-მ Android ტრეკერების გაყიდვა 2024 წლის მაისში სამი სხვადასხვა ფორმ-ფაქტორით დაიწყო: AirTag-ის მსგავსი Clip ვერსია, საკრედიტო ბარათის ფორმის Card მოდელი და ყველაზე პატარა ვერსია, Tag. 2024 წლის ოქტომბერში Pebblebee-მ ამ ტრეკერების უნივერსალური ვერსიები დააანონსა, რომლებსაც შეუძლიათ როგორც Google-ის Find My Device, ისე Apple-ის Find My ქსელების გამოყენება (თუმცა, არა ერთდროულად).
Pebblebee-ს განახლების წყალობით, Clip Universal-ს შეუძლია აანთოს მოციმციმე შუქი და გამოსცეს სირენის ხმა, როდესაც მომხმარებელი მოწყობილობას სწრაფად და განმეორებით დააჭერს ხელს. აქამდე, Clip-ის შუქი, ძირითადად, სიბნელეში ნივთების პოვნაში ეხმარებოდა ადამიანებს. Clip-ის მფლობელებს „საგანგაშო შეტყობინების“ ფუნქციის დამატება Pebblebee-ს დამხმარე აპლიკაციიდან განახლების გზით შეუძლიათ.
Clip-ის მფლობელებს ახლა ასევე აქვთ შესაძლებლობა, შექმნან „უსაფრთხოების წრე“ (Safety Circle); ამ წრის წევრები მიიღებენ „მყისიერ საგანგებო შეტყობინებებს“, როდესაც Clip-ის პანიკის სიგნალი გააქტიურდება.
განახლებები სიკეთისთვის
Pebblebee-ს ეს განახლება გვახსენებს, რომ გაჯეტების მწარმოებელ კომპანიებს შეუძლიათ ისეთი პროგრამული განახლებების გამოშვება, რომლებიც მომხმარებლებისთვისაა სასარგებლო და კორპორატიულ ინტერესებზე არაა ორიენტირებული. ეს გამორჩეული ნაბიჯია ბევრი სხვა გაჯეტის განახლებისგან, რომლებიც ფუნქციებს ფასიანი კედლის მიღმა კეტავენ, შლიან ფუნქციებს ან სრულად თიშავენ მოწყობილობებს.
ეს ფუნქცია ასევე განასხვავებს მას ყველაზე ცნობილი Bluetooth ტრეკერისგან, Apple AirTags-ისგან, ისევე როგორც კონკურენტი Chipolo-ს ტრეკერებისგან. Tile-ის ტრეკერებს მსგავსი SOS ფუნქციის მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ მის გამოსაყენებლად, Tile-ის მფლობელებმა უნდა გამოიწერონ საწევრო (რომელიც სხვა ფუნქციებსაც მოიცავს), თვეში 8 დოლარიდან ან წელიწადში 80 დოლარიდან.
ტექნოლოგიური კომპანიები უკვე სულ უფრო ხშირად მიმართავენ გამოწერებს შემოსავლების უწყვეტი ნაკადის შესანარჩუნებლად. მოსალოდნელია, რომ გამოწერის გარეშე ფუნქციები და განახლებები სამომხმარებლო გაჯეტებისთვის კიდევ უფრო იშვიათი გახდება, რადგან კომპანიები აშშ-ის ახალ ტარიფებს უმკლავდებიან. სწორედ ამ ფონზე, Pebblebee-ს მცირე, მაგრამ გააზრებული განახლება მით უფრო საქებარია.
რა თქმა უნდა, Pebblebee-ც სარგებლობს ამ განახლებით, რადგან ახალმა ფუნქციამ შეიძლება Clip Universal-ი მყიდველებისთვის უფრო მიმზიდველი გახადოს. ყველაფერი, რაც მისი ტრეკერების ღირებულების წინადადებას გაზრდის, სტრატეგიულია, რადგან Pebblebee-ს ტრეკერები AirTags-ზე ძვირია (35 დოლარიდან 29 დოლარის წინააღმდეგ). Pebblebee-ს ტრეკერებს ასევე არ აქვთ ულტრა-ფართოზოლოვანი რადიო ტექნოლოგია, რომელიც AirTags-ს აქვს, მაგრამ მათ უპირატესობა ისაა, რომ ყველა მათგანი დატენვადია.
ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ უფლება განათავსონ როგორც ვაკანსიები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.
გაზიარება
როგორია თქვენი რეაქცია?






