Google Gemini თქვენს აპებს დაუკვირდება — პარამეტრების მიუხედავად

Google-ი ცვლის პოლიტიკას, რაც Gemini-ს საშუალებას მისცემს, დაუკავშირდეს მესამე მხარის აპლიკაციებს, მაშინაც კი, თუ მომხმარებელს ეს ფუნქცია გამორთული აქვს. უფლებადამცველები და მომხმარებლები ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ნაკლებობაზე საუბრობენ.

Google Gemini თქვენს აპებს დაუკვირდება — პარამეტრების მიუხედავად

დღეიდან Google ნერგავს ცვლილებას, რომელიც მის ხელოვნური ინტელექტის მოდულს, Gemini-ს, საშუალებას მისცემს, დაუკავშირდეს მესამე მხარის აპლიკაციებს, როგორიცაა WhatsApp — იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომხმარებელს მსგავსი ინტერაქცია დაბლოკილი ჰქონდა. მათ, ვისაც არ სურს საკუთარი პარამეტრების უგულებელყოფა, გარკვეული ზომების მიღება მოუწევთ. 

საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს
საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს

Google-ის მიერ ახლახან გაგზავნილ წერილში, რომელიც მომხმარებლებს ცვლილების შესახებ ატყობინებდა, ნათქვამი იყო, რომადამიან-შემმოწმებლები (მათ შორის, სერვისის პროვაიდერები) კითხულობენ, ანოტაციას უკეთებენ და ამუშავებენიმ მონაცემებს, რომლებზეც Gemini-ს წვდომა აქვს. საინტერესოა, რომ წერილში არ იყო მოცემული რაიმე პრაქტიკული ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა აგვერიდებინა თავიდან ეს ცვლილება. მეტიც, Google-ის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომხმარებელი დაბლოკავს აპლიკაციებს, რომლებთანაც Gemini ურთიერთქმედებს, მონაცემები მაინც 72 საათის განმავლობაში შეინახება.  

არა, Google, ეს კარგი ამბავი არ არის 

წერილი არსად განმარტავს, როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს Gemini-ს საკუთარი Android მოწყობილობებიდან სრულად მოცილება და, ერთი შეხედვით, საკუთარ თავსაც კი ეწინააღმდეგება იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ეს საერთოდ. 

ერთგან ნათქვამია, რომ ცვლილებებიავტომატურად დაიწყებს გავრცელებასდღეიდან და Gemini-ს მისცემს წვდომას ისეთ აპლიკაციებზე, როგორიცაა WhatsApp, Messages და Phone, „მიუხედავად იმისა, ჩართული გაქვთ თუ არა Gemini-ს აპლიკაციების აქტივობა“. რამდენიმე წინადადების შემდეგ კი ვკითხულობთ: „თუ თქვენ უკვე გამორთული გაქვთ ეს ფუნქციები, ისინი გამორთული დარჩება“. არც წერილში და არც მის თანდართულ დახმარების გვერდებზე არაა მითითებული, როგორ შეუძლია Android-ის მომხმარებელს Gemini-ს ინტეგრაციის სრულად წაშლა. 

გაუგებრობას ისიც ამძაფრებს, რომ ერთ-ერთი დახმარების გვერდი მომხმარებელს სხვა გვერდზე გადასვლას სთხოვს, რათა ისწავლოს Gemini-ს პარამეტრების მართვა. კომპიუტერიდან მითითებების შესრულებისას, საკუთარი ანგარიშის Gemini-ს პარამეტრებში აღმოვაჩინე დამამშვიდებელი ტექსტი, რომ აქტივობა არ ინახებოდა, რადგან Gemini გამორთული მქონდა. თუმცა, იქვე ეწერა, რომ Gemini „არ ინახავდა აქტივობას 72 საათზე მეტი ხნით“, რაც უკვე გაურკვევლობას იწვევს. იგივე დაბრკოლებას წავაწყდი Pixel 7-ზეც — Google-ის მხარდაჭერის გვერდი მობილური Gemini აპლიკაციაში შესვლას მირჩევდა, თუმცა აპლიკაცია მოწყობილობაში უბრალოდ არ იყო. 

 

საბოლოოდ, გამიჩნდა კითხვა: ჩემს მოწყობილობაზე Gemini სრულად გათიშული იყო თუ არა? როდესაც ეს გაურკვევლობა სოციალურ ქსელ Mastodon-ზე განვიხილე, აღმოვაჩინე, რომ მარტო არ ვიყავი. 

ამის შემდეგ Google-ის პიარ გუნდს მივწერე და ვთხოვე პრაქტიკული სახელმძღვანელო იმ მკითხველებისთვის, ვისაც Gemini-ს ინტეგრაციის სრულად გათიშვა სურს. კითხვაზე პასუხის ნაცვლად, წარმომადგენელმა მომწერა: „ეს განახლება კარგია მომხმარებლებისთვის: მათ უკვე შეუძლიათ Gemini გამოიყენონ ყოველდღიური ამოცანებისთვის, როგორიცაა შეტყობინების გაგზავნა, ზარის წამოწყება და ტაიმერის დაყენება მაშინაც კი, როცა Gemini-ს აპლიკაციების აქტივობა გამორთულია. ამ შემთხვევაში, მათი ჩეთები არ მოწმდება და არ გამოიყენება ჩვენი AI მოდელების გასაუმჯობესებლად“. პასუხს თან ერთვოდა იგივე გაუგებარი დახმარების გვერდის ბმული. 

კომპანია Tuta-ს (რომელიც კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ ელფოსტასა და კალენდარს ქმნის) მკვლევარმა სცადა, შეევსო ეს სიცარიელე და პრაქტიკული რჩევები გამოაქვეყნა. მისი მთავარი დასკვნაა, რომ, სავარაუდოდ, Google Gemini-ს Android-ში ისევეაინტეგრირებს“, როგორც Microsoft-მა თავის დროზე Internet Explorer „ჩაამონტაჟა“ Windows-შინაბიჯი, რომელიც კომპანიისთვის 1990-იანი წლების ბოლოს ხანგრძლივი ანტიმონოპოლიური სარჩელით დასრულდა. 

Tuta-ს პოსტში ნათქვამია, რომ Gemini-ს აპლიკაციების აქტივობის გათიშვა, სავარაუდოდ, აღკვეთს მონაცემთა შეგროვებას 72-საათიანი დროებითი შენახვის შემდეგ. თუ Gemini აპლიკაცია უკვე არ გაქვთ დაყენებული, ის ცვლილების შემდეგაც არ დაინსტალირდება. ეს, ალბათ, ნიშნავს, რომ ჩემი ტელეფონი უსაფრთხოდაა. 

სხვა გამოსავალი Gemini-ს სრულად დეინსტალაციაა. რა თქმა უნდა, Google ამ პროცესს ართულებს მათთვის, ვისაც ბრძანებების სტრიქონის ტერმინალთან (command-line terminal) მუშაობა არ შეუძლია. პროცედურა Android-ის გამართვის ხიდის (ADB) გამოყენებას მოითხოვს, რომლის მეშვეობითაც უნდა შეიყვანოთ ბრძანება: adb shell pm uninstall com.google.android.apps.bard. ამ ბრძანების შეყვანისას, სისტემამ შეცდომა დააბრუნაFailure [DELETE_FAILED_INTERNAL_ERROR], რაც გაურკვეველს ტოვებს, პაკეტის წაშლა შეუძლებელია თუ ის თავიდანვე არ იყო დაყენებული. 

ეჭვგარეშეა, Google მართალია, როცა ამბობს, რომ ბევრი მომხმარებლისთვის Gemini-ს ინტეგრაცია სასარგებლო იქნება. თუმცა, არსებობს მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი, ვისაც არ სურს Gemini ან სხვა AI მოდული საკუთარ მოწყობილობასთან ახლოსაც კი გააკაროს. ამ დროისთვის, ეს ადამიანები სრულ გაურკვევლობაში რჩებიან. 

ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსიები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას. 

გაზიარება

როგორია თქვენი რეაქცია?

მოწონება მოწონება 0
არ მომწონს არ მომწონს 0
სიყვარული სიყვარული 0
სასაცილო სასაცილო 0
გაბრაზებული გაბრაზებული 0
მოწყენილი მოწყენილი 0
ვაუ ვაუ 0