ChatGPT-ს გამოგონებული ფუნქცია კომპანიამ რეალობად აქცია

ნოტების პლატფორმა Soundslice-მა ახალი ფუნქცია მას შემდეგ შექმნა, რაც აღმოაჩინა, რომ ChatGPT მომხმარებლებს ატყუებდა და არწმუნებდა, თითქოს სერვისს ASCII ტაბულატურის იმპორტი შეეძლო. ეს, სავარაუდოდ, პირველი შემთხვევაა, როდესაც ბიზნესი ფუნქციას AI-ის ჰალუცინაციის გამო ქმნის.

ChatGPT-ს გამოგონებული ფუნქცია კომპანიამ რეალობად აქცია

ნოტების პლატფორმა Soundslice-მა განაცხადა, რომ ახალი ფუნქცია შეიმუშავა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ChatGPT მომხმარებლებს მცდარ ინფორმაციას აწვდიდა და არწმუნებდა, თითქოს სერვისს ASCII ტაბულატურის იმპორტი შეეძლოგიტარის ნოტაციის ტექსტური ფორმატი, რომლის მხარდაჭერაც კომპანიას არასდროს ჰქონია. ეს, სავარაუდოდ, პირველი შემთხვევაა, როდესაც ბიზნესმა ფუნქციონალი უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის მოდელის კონფაბულაციის (ინფორმაციის გამოგონების) საპასუხოდ შექმნა. 

საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს
საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს

ჩვეულებრივ, Soundslice-ი ნოტებს ფოტოებიდან ან PDF ფაილებიდან ციფრულ ფორმატში გადასცემს და ნოტაციას აუდიო ან ვიდეო ჩანაწერთან ასინქრონებს, რაც მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, დაკვრის მოსმენის პარალელურად, ნოტების მოძრაობასაც ადევნონ თვალი. 

Soundslice-ის თანადამფუძნებელმა, Adrian Holovaty-მ, ბლოგპოსტში დაწერა, რომ ახალი ფუნქციის შემუშავების პროცესი სრულიად იდუმალებით დაიწყო. რამდენიმე თვის წინ მან კომპანიის შეცდომების ჟურნალში უჩვეულო აქტივობა შენიშნა. ტიპური ნოტების ატვირთვის ნაცვლად, მომხმარებლები აგზავნიდნენ ChatGPT-სთან საუბრის სკრინშოტებს, რომლებიც ASCII ტაბულატურას შეიცავდაგიტარის მუსიკის უბრალო ტექსტურ გამოსახულებას. 

Soundslice-ის ASCII ტაბულატურის იმპორტის ახალი ფუნქციის დოკუმენტაციის სკრინშოტი, რომელიც თავდაპირველად ChatGPT-მ „მოიგონა“, მოგვიანებით კი რეალობად იქცა.

ჩვენი სკანირების სისტემა ამ სტილის ნოტაციის მხარდასაჭერად შექმნილი არ იყო“, — წერს Holovaty. „მაშ, რატომ ვიღებდით ამდენ სკრინშოტს ASCII ტაბულატურით? კვირების განმავლობაში გაოცებული ვიყავი, სანამ თავად არ ვცადე ChatGPT-სთან მუშაობა.“ როდესაც Holovaty-მ ChatGPT გამოსცადა, გაურკვევლობის წყაროც აღმოაჩინა: ხელოვნური ინტელექტის მოდელი მომხმარებლებს ავალებდა, შეექმნათ Soundslice-ის ანგარიში და პლატფორმა ASCII ტაბულატურის იმპორტისთვის გამოეყენებინათ, რათa აუდიო ვერსია მოესმინათეს ფუნქცია კი საერთოდ არ არსებობდა. „ჩვენ არასდროს გვქონია ASCII ტაბულატურის მხარდაჭერა; ChatGPT ხალხს აშკარად ატყუებდა“, — წერს Holovaty. „და ამ პროცესში ჩვენ გვაყენებდა ცუდ მდგომარეობაში, რადგან ჩვენი სერვისის შესახებ მცდარ მოლოდინებს ქმნიდა.“ როდესაც ChatGPT-ის მსგავსი AI მოდელები აშკარა თავდაჯერებულებით მცდარ ინფორმაციას აგენერირებენ, AI მკვლევრები ამასჰალუცინაციასანკონფაბულაციასუწოდებენ. ეს პრობლემა მოდელებს 2022 წლის ნოემბრიდან, ChatGPT-ის საჯარო გამოშვების დღიდან ახასიათებთ. 

როგორც პროგნოზირების მანქანები, დიდი ენობრივი მოდელები უზარმაზარ ტექსტურ მონაცემებზე არიან გაწვრთნილი და მარტივად შეუძლიათ ისეთი შედეგების გენერირება, რომლებიც დამაჯერებლად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში არაზუსტია. ChatGPT-მ მომხმარებლებს უთხრა ის, რისი მოსმენაც სურდათმოიგონა Soundslice-ის ფუნქცია, რომელიც ლოგიკურად ჟღერდა, მაგრამ არ არსებობდა.

ჩვეულებრივ, კონფაბულაციები ადამიანებს პრობლემებს უქმნის. 2023 წლის ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეში, ადვოკატებს სანქციები დაუწესდათ მას შემდეგ, რაც სასამართლოში წარადგინეს იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც შეიცავდა ChatGPT-ის მიერ გენერირებულ, არარსებულ სასამართლო საქმეებზე მითითებებს. 2024 წლის თებერვალში კი კანადის სამოქალაქო დავების ტრიბუნალმა Air Canada-ს დაავალა ზიანის ანაზღაურება კლიენტისთვის და იმ სამგლოვიარო ტარიფის პოლიტიკის დაცვა, რომელიც დამხმარე ჩატბოტმამოიგონა“. 

ხარვეზიდანფუნქციამდე 

ამ აღმოჩენამ Soundslice-ი უჩვეულო დილემის წინაშე დააყენა. კომპანიას შეეძლო, უბრალოდ გაეფრთხილებინა მომხმარებლები, რომ ChatGPT-ის მტკიცებები უგულებელეყოთ, მაგრამ მათ სხვა გზა აირჩიეს. „საბოლოოდ გადავწყვიტეთ: რატომაც არა, ბარემ ბაზრის მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ“, — განმარტა Holovaty-მ. გუნდმა შექმნა ASCII ტაბულატურის იმპორტის ფუნქცია და განაახლა მომხმარებლის ინტერფეისი, რათა ყველასთვის ეცნობებინათ ახალი შესაძლებლობის შესახებ. 

Soundslice-ის გადაწყვეტილება პრობლემის კრეატიულად მოგვარების საინტერესო მაგალითია, მაგრამ Holovaty-სთვის ეს სიტუაცია პროდუქტის განვითარების შესახებ ფილოსოფიურ კითხვებს აჩენს. „ამაზე წინააღმდეგობრივი გრძნობები მაქვს“, — წერს ის. „მიხარია, რომ ვამატებთ ინსტრუმენტს, რომელიც ხალხს დაეხმარება. მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც უცნაური გზით ვიყავით იძულებულები. ნამდვილად უნდა ვქმნიდეთ ფუნქციებს დეზინფორმაციის საპასუხოდ?“ 

ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GEITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსიები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას. 

გაზიარება

როგორია თქვენი რეაქცია?

მოწონება მოწონება 0
არ მომწონს არ მომწონს 0
სიყვარული სიყვარული 0
სასაცილო სასაცილო 0
გაბრაზებული გაბრაზებული 0
მოწყენილი მოწყენილი 0
ვაუ ვაუ 0