პლასტიკურ ქირურგს, რომელსაც COVID-თაღლითობაში ადანაშაულებდნენ, ტრამპის ადმინისტრაციამ ბრალი მოუხსნა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა, გენპროკურორ Pam Bondi-ს მითითებით, ბრალი მოუხსნა პლასტიკურ ქირურგს, რომელსაც COVID-19-ის ვაქცინების განადგურებასა და პაციენტებისთვის ყალბი აცრის ბარათების გაცემაში ადანაშაულებდნენ.

პლასტიკურ ქირურგს, რომელსაც COVID-თაღლითობაში ადანაშაულებდნენ, ტრამპის ადმინისტრაციამ ბრალი მოუხსნა

ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ბრალდების მოხსნამართლმსაჯულების ინტერესებშია. 

საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს
საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს

იუტაში მოღვაწე პლასტიკური ქირურგი, როგორც ჩანს, თავს დააღწევს ფედერალურ ბრალდებებს COVID-19 ვაქცინის თაღლითური სქემის გამო, რომელშიც მას და მის სამ თანამზრახველს ადანაშაულებდნენ ყალბი COVID-19 ვაქცინაციის ბარათების გაცემაში (თითო 50 დოლარად) და ამასთან, შესაბამისი ვაქცინების განადგურებაშიჯამში, დაახლოებით 28,000 დოლარის ღირებულების, ფედერალურად მოწოდებული, სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინების. იმ შემთხვევებში, როდესაც მშობლებს ბავშვები ყალბი იმუნიზაციისთვის მიჰყავდათ, ჯგუფი, სავარაუდოდ, მშობლების თხოვნით, ბავშვებს ფიზიოლოგიურ ხსნარებს უკეთებდა, რათა მათ ერწმუნათ, რომ ვაქცინაცია ჩაუტარდათ. 

საერთო ჯამში, ჯგუფს ბრალი ედებოდა 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის სექტემბრამდე 1,937 COVID-19 ვაქცინის დოზის, მათ შორის 391 პედიატრიული დოზის, განადგურებასა და მათთვის ყალბი იმუნიზაციის ჩანაწერების შექმნაში. სავარაუდო სქემით მათ თითქმის 97,000 დოლარი იშოვეს. 

ბრალდებები 2023 წლის იანვარში, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, მას შემდეგ წაუყენეს, რაც ორმა ცალკეულმა ფარულმა აგენტმა სქემა ყალბი ვაქცინაციის ბარათის მისაღებად გაიარა. საქმეში ბრალდებულები იყვნენ პლასტიკური ქირურგი Michael Kirk Moore Jr., რომელიც ფლობს და მართავს Plastic Surgery Institute of Utah-ს, ასევე, ბიზნესის ოფის-მენეჯერი, Kari Dee Burgoyne, მისი რეგისტრატორი, Sandra Flores, და Moore-ის მეზობელი, Kristin Jackson Andersen. ოთხივე პირს ბრალი ედებოდა ფედერალური მთავრობის მოტყუების შეთქმულებაში, სამთავრობო ქონების არასათანადო განკარგვასთან ერთად. 

ბრალდებების წაყენების დროს, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ოფისის სპეციალურმა აგენტმა, Curt Muller-მა, განაცხადა, რომ ბავშვებისთვის ყალბი ინექციების გაკეთებით, „[Moore-მა] არა მხოლოდ საფრთხე შეუქმნა მოწყვლადი მოსახლეობის ჯანმრთელობას, არამედ ძირი გამოუთხარა საზოგადოებრივ ნდობასა და ფედერალური ჯანდაცვის პროგრამების მთლიანობას“. 

ოთხივე პირის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ახლახან დაიწყო. მაგრამ შაბათს, გენერალურმა პროკურორმა Pam Bondi-მ სოციალურ ქსელში დაწერა, რომჩემი მითითებით, იუსტიციის დეპარტამენტმა მოუხსნა ბრალდებები დოქტორ Kirk Moore-ს. დოქტორმა Moore-მა თავის პაციენტებს არჩევანის საშუალება მისცა, როდესაც ფედერალურმა მთავრობამ ამაზე უარი თქვა. ის არ იმსახურებდა წლობით პატიმრობას, რომელიც მას ემუქრებოდა. ეს დღეს სრულდება.“ 

ასევე შაბათს, შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, Felice John Viti-მ, საქმის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა შეიტანა. შუამდგომლობაში ნათქვამი იყო, რომშუამდგომლობის საფუძველია ის, რომ ასეთი შეწყვეტა მართლმსაჯულების ინტერესებში შედის“. 

მედიასაშუალებებმა აღნიშნეს, რომ Robert F. Kennedy Jr.-მა, აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა და ვაქცინების მგზნებარე მოწინააღმდეგემ, Moore-ს მხარი დაუჭირა. აპრილში კენედიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომდოქტორი Moore-ი მედლით უნდა დაჯილდოვდეს მისი გამბედაობისა და განკურნებისადმი ერთგულებისთვის!“ 

ორშაბათს, კენედიმ საჯაროდ მადლობა გადაუხადა Bondi-ს საქმის შეწყვეტისთვის და აბსურდული პოსტი დაწერა: „გმადლობთ, @AGPamBondi, ინფორმირებული თანხმობის დაცვისთვის“. 

სამედიცინო ექსპერტებიინფორმირებულ თანხმობასგანმარტავენ, როგორცპროცესს, რომლის დროსაც ჯანდაცვის პროფესიონალი პაციენტს აწვდის ინფორმაციას კონკრეტული პროცედურის ან ჩარევის რისკების, სარგებლისა და ალტერნატივების შესახებ“. ინფორმირებული თანხმობა კრიტიკულად მნიშვნელოვანიაეთიკური სამკურნალო გადაწყვეტილებებისა და პაციენტზე ორიენტირებული მზრუნველობის უზრუნველსაყოფად“. 

ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ უფლება განათავსონ როგორც ვაკანსიები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.

გაზიარება

როგორია თქვენი რეაქცია?

მოწონება მოწონება 0
არ მომწონს არ მომწონს 0
სიყვარული სიყვარული 0
სასაცილო სასაცილო 0
გაბრაზებული გაბრაზებული 0
მოწყენილი მოწყენილი 0
ვაუ ვაუ 0