SpaceX-მა NASA-ს ორი სატელიტი გაუშვა, რომლებიც კოსმოსური ამინდის წარმოშობას შეისწავლიან

ოთხშაბათს, SpaceX-მა ორბიტაზე NASA-ს 170-მილიონიანი TRACERS მისიის ორი სატელიტი გაიტანა. გაიგეთ, როგორ შეისწავლიან ისინი დედამიწის პოლარულ კასპებს გეომაგნიტური შტორმებისა და კოსმოსური ამინდის უკეთ პროგნოზირებისთვის.

SpaceX-მა NASA-ს ორი სატელიტი გაუშვა, რომლებიც კოსმოსური ამინდის წარმოშობას შეისწავლიან

ეს ნამდვილად დაგვეხმარება, გავიგოთ, როგორ ვიწინასწარმეტყველოთ კოსმოსური ამინდი მაგნიტოსფეროში.

საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს
საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს

ოთხშაბათს, NASA-ს ორი სატელიტი კალიფორნიიდან ორბიტაზე SpaceX-ის Falcon 9 რაკეტით გაეშვა. ამით დაიწყო 170 მილიონი დოლარის ღირებულების მისია, რომელიც კოსმოსური ფიზიკის იმ ფენომენის შესწავლას ისახავს მიზნად, რომელიც მკვლევრებისთვის კოსმოსური ეპოქის დასაწყისიდანვე გამოცანად რჩებოდა.

ტყუპი კოსმოსური აპარატი NASA-ს მიერ დაფინანსებული TRACERS მისიის ნაწილია, რომელიც სულ მცირე ერთ წელს დაუთმობს პლაზმის პირობების გაზომვას დედამიწის მაგნიტური ველის ვიწრო რეგიონებში, რომლებიც პოლარული კასპების სახელითაა ცნობილი. როგორც სახელი მიუთითებს, ეს რეგიონები პოლუსების თავზე მდებარეობს. ისინი მნიშვნელოვან, მაგრამ ცუდად შესწავლილ როლს ასრულებენ ფერადი ავრორების (ჩრდილოეთის ციალის) შექმნაში, როდესაც მზიდან წამოსული პლაზმა დედამიწის გარშემო არსებულ მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებს.

NASA-ს ორი TRACERS სატელიტი ოთხშაბათს, კალიფორნიაში, ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან, SpaceX-ის Falcon 9 რაკეტით გაეშვა. ფოტო: SpaceX

იგივე პროცესი იწვევს გეომაგნიტურ შტორმებს, რომლებსაც შეუძლიათ, შეაფერხონ GPS ნავიგაცია, რადიოკომუნიკაციები, ელექტროქსელები და სატელიტების მუშაობა. მაგალითად, გასულ წელს ექსტრემალურმა გეომაგნიტურმა შტორმმა GPS ნავიგაციის სიგნალები დააზიანა, რამაც სოფლის მეურნეობის სექტორში 500 მილიონ დოლარზე მეტი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. 2022 წელს კი მზის გაზრდილმა აქტივობამ 40 SpaceX Starlink-ის სატელიტის დაკარგვა განაპირობა.

„ჩვენი მზისა და მის მიერ წარმოქმნილი კოსმოსური ამინდის გაგება აქ, დედამიწაზე, იმაზე ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე უმეტესობას წარმოუდგენია,“ — განაცხადა ჯო უესტლეიკმა, NASA-ს ჰელიოფიზიკის განყოფილების დირექტორმა.

როგორ მუშაობს TRACERS-ი?

TRACERS-ი (Tandem Reconnection and Cusp Electrodynamics Reconnaissance Satellites) შეისწავლის პროცესს, რომელიც ცნობილია, როგორც მაგნიტური გადაერთება. როდესაც მზის ქარის ნაწილაკები ჩვენს სამეზობლოში აღწევენ, ისინი დედამიწის მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებას იწყებენ.

მაღალი ენერგიის შეჯახება წყვეტს და ხელახლა აერთებს მაგნიტური ველის ხაზებს, რაც მზის ქარის ნაწილაკებს დედამიწის მაგნიტოსფეროში სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სისწრაფით ისვრის. დედამიწის ველი ზოგიერთ ამ ნაწილაკს პოლარულ კასპებში იზიდავს, რაც ქმნის როგორც თვალწარმტაც ავრორებს, ისე პოტენციურად საზიანო გეომაგნიტურ შტორმებს.

TRACERS-ის ორი სატელიტიდან ერთ-ერთი გაშვებისთვის მზადების პროცესში, კოსმოსური აპარატის მწარმოებელი კომპანიის, Millennium Space Systems-ის, საწარმოში. ფოტო: Millennium Space Systems

მეცნიერებმა ჯერ კიდევ ზუსტად არ იციან, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. ამ პროცესის შესასწავლად ერთი კოსმოსური აპარატი საკმარისი არ არის, რადგან ის მხოლოდ 90 წუთში ერთხელ იღებს „სურათს“, ამ დროში კი პირობები იცვლება.

სწორედ ამიტომ არის TRACERS-ის სახელში სიტყვა „ტანდემი“ მნიშვნელოვანი. მისიის სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ ის ორ იდენტურ კოსმოსურ აპარატს იყენებს, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით, დაახლოებით ორწუთიანი ინტერვალით იფრენენ. ეს განლაგება სატელიტებს საშუალებას მისცემს, პოლარული კასპებიდან ნიმუშები ერთმანეთის მიყოლებით აიღონ, ნაცვლად იმისა, რომ მეცნიერებს მონაცემების განახლებისთვის 90 წუთი მოუწიოთ ლოდინი.

TRACERS-ი, სავარაუდოდ, ერთი წლის განმავლობაში მაგნიტური გადაერთების 3,000 გაზომვას შეაგროვებს, რაც საკმარისად დიდი ნიმუშია იმის დასადგენად, თუ რატომ ვითარდება ზოგიერთი კოსმოსური ამინდის მოვლენა სხვებისგან განსხვავებულად.

„ავტოსტოპით“ ორბიტაზე

ოთხშაბათს TRACERS-თან ერთად კოსმოსში რამდენიმე სხვა სატელიტიც გაემგზავრა.

ეს მეორადი ტვირთი მოიცავდა NASA-ს მიერ დაფინანსებულ მისიას PExT — მცირე ტექნოლოგიურ სადემონსტრაციო სატელიტს, რომელსაც ექსპერიმენტული საკომუნიკაციო პაკეტი გადაჰქონდა. ის სამ სხვადასხვა ქსელთან დაკავშირებას შეძლებს: NASA-ს TDRS-ის სატელიტებთან და კომერციულ სატელიტურ ქსელებთან, რომლებიც SES-სა და Viasat-ს ეკუთვნის. NASA გეგმავს, 2030-იან წლებში TDRS-ის სატელიტები ჩაანაცვლოს და მონაცემთა გადაცემის სერვისები კომერციული ქსელებისგან შეისყიდოს.

ასევე Falcon 9-ის ბორტზე იყო NASA-ს მიერ დაფინანსებული ტექ-დემო Athena EPIC და ავსტრალიური კომპანია Skykraft-ის ხუთი კომერციული კოსმოსური აპარატი.

ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას.

გაზიარება

როგორია თქვენი რეაქცია?

მოწონება მოწონება 0
არ მომწონს არ მომწონს 0
სიყვარული სიყვარული 0
სასაცილო სასაცილო 0
გაბრაზებული გაბრაზებული 0
მოწყენილი მოწყენილი 0
ვაუ ვაუ 0