Apple ევროკავშირში მომხმარებლებს App Store-ის ალტერნატივებს სთავაზობს, რათა უზარმაზარ ჯარიმებს თავი აარიდოს

უზარმაზარი ყოველდღიური ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, Apple-მა დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირში iPhone-ის მომხმარებლებს მესამე მხარის აპლიკაციების მაღაზიებით სარგებლობის უფლებას მისცემს. ეს ნაბიჯი ციფრული ბაზრების აქტთან (DMA) შესაბამისობის ბოლო წუთს გაკეთებული მცდელობაა, თუმცა კომპანია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

Apple ევროკავშირში მომხმარებლებს App Store-ის ალტერნატივებს სთავაზობს, რათა უზარმაზარ ჯარიმებს თავი აარიდოს

ევროკავშირში iPhone-ის მფლობელები აპლიკაციების ჩამოტვირთვას App Store-ის გარდა სხვა წყაროებიდანაც შეძლებენ. 

საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს
საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები გეძებენ!
ეწვიე ITJobs.ge-ს

Apple-ი ევროკავშირში App Store-ის პოლიტიკას ცვლის, რითაც ბოლო წუთს ცდილობს თავიდან აირიდოს ბრიუსელისგან დაწესებული მზარდი ჯარიმების სერია. 

3-ტრილიონიანი ღირებულების iPhone-ის მწარმოებელმა განაცხადა, რომ ბლოკში დეველოპერებს საშუალებას მისცემს, iOS ოპერაციული სისტემისთვის შექმნილი აპლიკაციები Apple-ის App Store-ის გარდა სხვა პლატფორმებზეც შესთავაზონ.

Apple-ი ორი თვის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ევროკომისიასთან, მას შემდეგ რაც ევროკავშირის ციფრული ბაზრების აქტის (Digital Markets Act - DMA) დარღვევისთვის €500 მილიონით დააჯარიმეს. ეს არის ისტორიული კანონმდებლობა, რომელიც Big Tech ჯგუფების ძალაუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად. მთელი ამ პროცესის განმავლობაში Apple-ი კომისიას ადანაშაულებდა იმაში, რომ ის მუდმივად ცვლიდა მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაეკეთებინა კომპანიას ევროკავშირის ციფრული წესების დასაკმაყოფილებლად. 

Apple-მა აღნიშნული ზომების შესახებ დღეს, ხუთშაბათს, განაცხადაეს იყო ბოლო ვადა, როდესაც კომპანია ბლოკის წესებს უნდა დამორჩილებოდა, რათა ახალი გადასახადები თავიდან აეცილებინა. ფინანსური სანქციები შეიძლება დროთა განმავლობაში გაიზარდოს და კომპანიის საშუალო დღიური მსოფლიო შემოსავლის 5%-ს მიაღწიოს. მიუხედავად ამისა, Apple-ის წარმომადგენელმა განაცხადა: „ევროკომისია Apple-სგან App Store-ში დამატებითი ცვლილებების სერიის განხორციელებას ითხოვს. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ შედეგს და მის გასაჩივრებას ვგეგმავთ“. 

ცვლილებების საპასუხოდ, ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა: „კომისია ახლა შეაფასებს ამ ახალ ბიზნეს პირობებს DMA-სთან შესაბამისობის დასადგენად“. მან დაამატა, რომკომისია განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბაზრის ოპერატორებისა და დაინტერესებული მესამე მხარეების მოსაზრებების მიღებას, სანამ შემდეგ ნაბიჯებს გადადგამს“. ციფრული ბაზრების აქტის ფარგლებში ახალი ჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება ემთხვევა პერიოდს, როდესაც ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო გარიგებაზე შეთანხმების 9 ივლისის ვადა იწურებოდა.

ევროკავშირის წესები Big Tech-ის მიმართ ბრიუსელსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირების მთავარი საგანია. თუმცა, კომისიის ლიდერებმა მიანიშნეს, რომ აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში საკუთარ წესებს არ შეცვლიან. 

ITNEWS-ის მეგობარი ვებ-გვერდია ITJOBS.GE. ITJOBS.GE-ზე ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აქვთ საშუალება განათავსონ როგორც ვაკანსიები, ტრენინგები და ივენთები ასევე კონკრეტული Tech დავალებები, რისთვისაც ეძებენ დეველოპერებს, დიზაინერებს, სეო სპეციალისტებს და ა.შ. ITJOBS.GE - იპოვე დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობები ან გამოაქვეყნე ვაკანსია / დავალება და მიაწვდინე ხმა სასურველ აუდიტორიას. 

გაზიარება

როგორია თქვენი რეაქცია?

მოწონება მოწონება 0
არ მომწონს არ მომწონს 0
სიყვარული სიყვარული 0
სასაცილო სასაცილო 0
გაბრაზებული გაბრაზებული 0
მოწყენილი მოწყენილი 0
ვაუ ვაუ 0